kids.ge logo

მუშური

ფავორიტებში დამატება
ყანაო, მუშის სამოთხევ,
გლეხის დიდებავ, ყანაო!
ცისკრის სხივებმა შეგმოსეს
და ნამმა გადაგბანაო;

დილის ნიავმა დაგქროლა,
ლერსით გითხრა ნანაო;
ჟუჟუნა წვიმამ ზედ დაგკრა,
ლერსით აგამწვანაო.

ყანაო, გულ-ხელგაშლილო,
ქვეყნის მოკეთევ, ყანაო!
მოყვრულად შემოგსევივართ,
მტრულად გიმეტებთ განაო.

გავმარგლავთ ბალახ-ბულახსა,
გაგთოხნით ყოველგანაო!..
ყანაო, დაზარებო,
უხვად მომცემო, ყანაო!

ზედ უფლის თვალი დაგყურებს,
შენი ბარაქა ბრძანაო;
აგშორდეს გვალვა და სეტყვა,
მოსავლის გამოცანაო...

ყანაო, ოქრო-ზურმუხტო,
ყანაო, ჩემო ყანაო!
მაღალმა ღმერთმა აკურთხოს
სხვაც ბევრი შენისთანაო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პატარა მურიარას წუწკუნებს ის პატარა მურია? ხომ არ ჰშია და ან ხომ არ სწყურია? ვისი არის და ან სადაურია? ქუცი, ქუცი! კუ...რაც არ იწვის, არ ანათებსრაც არ იწვის, არ ანათებს, - უჩინარად ლპება ნელა. მოდი, დამწვი, სიყვარულო, მიაშუქე, სადაც ბნელა! ერთი წამი...ვაშლი და შაქარამაღლა ფოთლებში ელვარებს ვაშლი სისხლივით წითელი, მას აქეთ-იქით აქანებს სიო საამო და ნელი. დიდი ხანია შესცქ...მუშის ნატვრავისაც რა უნდა უყვარდეს, სულ სხვაა ჩემი ტრფიალი: მიყვარს პირწმინდა ნამგალი, მისი ყანაში ტრიალი!.. თავი მოუ...სალამურისად ხარ, ჩემო სალამურო, ხმატკბილო და საამურო, რომ შენის ხმით ჩრდილოეთში ქართველს გული გამიხურო! როცა მწყე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026