kids.ge logo

მეეზოვე ბიჭი

ფავორიტებში დამატება

ვეხმარები საქმეში
ჩემს საყვარელ მამას;
მეზოვედ ვმუშაობ,
სათაკილო რა მაქვს!

ყვითელ ფოთლებს ვაგროვებ
ტომრებს სწრაფად ვავსებ;
კვირას ასე ვასწორებ,
თან სწავლასაც ვასწრებ.

ყურს არ ვუგდებ ცელქ ბავშვებს.
სახლში უქმად ჯდომას,
ინტერნეტში თამაშებს,
ვამჯობინებ შრომას.

დღეში ათ ლარს ვაკეთებ,
ფულს ვაბარებ დედას.
სიც გულში მიხუტებს,
როცა დაღლილს მხედავს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026