kids.ge logo

მზე პირს იბანს

ფავორიტებში დამატება

- ნახე, წვიმს და თანაც მზეა,
გიკვირს, ჩემო ძვირფასო?
ცი, ამ დროს რას ამბობენ?
რას და მზე პირს იბანსო.
- მზე პირს იბანს?!
როგორ იბანს?
რომ არა აქვს ხელები?
- მზის ხელები არის მისი
ოქროსფერი სხივები;
და მზე თბილად გვეფერება,
ციდან ფერებს გვიფანტავს...
- ნახე, დედი, ცისარტყელა!?
მზე პირ - სახეს იხატავს!
- შვილო, აბა, ვის უნახავს,
მზე პირდაბანელი!
- ყოველ დილით მეც პირს ვიბან,
ვარ სულ დაზარელი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პრინცესამე დედიკომ მიყიდა ეს ლამაზი კაბა. განა არ ვარ პრინცესა? შემომხედეთ აბა! კარნავალი დაიწყო. და მე მჯერა, ვი...ირინა და ხბო- დედი, დედი! იცი, რა?- მე ბოჩოლამ მირქინა! უკან გამომეკიდა და კინაღამ მიკბინა. -არ გრცხვენია ირინა? ხბომ...ფისომ უთხრა მეწველ ძროხასფისომ უთხრა მეწველ ძროხას; - ძროხავ, ძროხავ, გეხვეწები. გთხოვ, მეც ისე მომეფერე, როგორც შენს ხბოს ეფერები...ბაღშიჭიკჭიკებენ ჩიტუნები და გალობენ შაშვები, მხიარულად თამაშობენ, ბაღში ცელქი ბავშვები. ოქროს ფერი მზის სხივებ...წრუწუნა და ფისო- წრუწუნ! რომ ვერ გიჭერდი, დამცინოდნენ შენ გამო, მაინც ხომ დაგიჭირე, ხოდა, უნდა შეგჭამო! - გირჩევნია სირც...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026