kids.ge logo

* * *

ფავორიტებში დამატება

- სოფიკუნა ცუნცულა,
რატომ სცივათ წიწილებს?
ბუზული დგანან და ვერცერთი ვერ იძინებს.
-არაფერი დედკო, ვაბანვე სუყველა,
სეთ მტვერში იწვნენ, რომ ქაფმაც კი ვერ უშველა.
მერე ჟელე დავასხი, გავუხეხე ფეხები,
შენ ხომ იცი მიყვარან და რა ნაზად ვეხები.
ბაფთებიც კი შევაბი, ფრთებზე მუსი წავუსვი,
სე გამოვპრანჭე და დედიკოსკენ გავუშვი.
ამ სულელმა კრუხმა კი ვეღარ იცნო შვილები,
ჩემი დაწეპებული დაწიწკნა ღილები.
ჭუჭყინი რომ დადის, სულ იმისი ბრალია,
კრუხი შენ აბანავე, მძიმე არის ძალიან.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პეპელაპეპლის ფრთაზე ეს რა ბრწყინავს? რა და წვიმის ნამი. პეპლის ფრთაზე ეს ვის სძინავს? - ობობაა ღამის. ჭრელა-ჭრუ...* * *მოიწყინა თოჯინამ, იქნებ კაბა არ მოწონს? ქამარი ხომ არ უჭერს? აბა გადავამოწმო. გუშინ შევუკერე და ლამაზია ძ...საახალწლო საჩუქარიგადაპენტა ფიფქმა ეზო, გარეთ გასვლა უნდა რეზოს. - გახველებს და სიცხე გიწევს და საწოლში უნდა იწვე! - ეუბნებ...შემოდგომაწვიმა ტოტზე ქანაობს, ქარი ზუზუნს ვერ მორჩა, ტყე გაყვითლდა სიმწვანე ალაგ-ალაგ შემორჩა. მუხამ ჩაიბუტბუტა: -...დილის ლექსიმოდი, ტაში შემოვკრათ, მივესალმოთ მზეს, რა ნათელი დილაა და რა კარგი დღე. კიდევ ტაში შემოვკრათ, გავუღიმოთ დ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026