kids.ge logo

* * *

ფავორიტებში დამატება

კენგურუმ თავის შვილები სწრაფად ჩაისვა ჩანთაში,
დასასვენებლად წაიყვანს, ზღვაზე, სოფელში ან მთაში.
-ისიც ეყოფათ ზამთარში ჩანთაში რომ ისხდებიან,
სადმე კურორტზე წავიყვან ზამთრამდე გაკაჟდებიან.
კოდალამ უთხრა კენგურუს: - კვალი გატყვია გარჯისო,
ფეხით გაუშვი ბავშვები ცოტათი გავარჯიშონ.
რას დაგყავს ჩანთით, შეხედე ჩემს მშრომელ, ჭკვიან ბიჭებსო,
გერ უმცროსი ბარტყიც კი ერთად ცხრა ჭიას იჭერსო.
წყინა დედა კენგურუს, კოდალას უთხრა ბრაზითო:
-შენი ბარტყები ჯობია ჩემს შვილებს შენი აზრითო?
არ იცი რა საშიშია, ბავშვი რომ დედას ცილდება,
მიწაზე დავსვა და მერე ფეხები გაცივდებათ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შემოდგომაფოთოლცვენას უყურებს ელენიკო ეზოდან, სულ ძირს ყრიან ხეები რაც ზაფხულში ემოსათ. უღაჟღაჟებს ლოყები, გეგონება...* * *მამას ლურჯი პერანგი წითლად გავაფერადე, აღარაა ლურჯი, გადამიგდეს ფუნჯი. გამიჯავრდა დედა: ამდენს როგორ ბედა...მამამამამ პლედი მოიფარა, ვითომ დათვის ბელია, ჰაჰ, ამაზე სახალისო მგონი არაფერია. ახლა პერანგს აფრიალებს აფრია...* * *დამეკარგა ცუგა, კუდი მავთულს უგავს, ცისფერი აქვს თვალი, პირში ედო ძვალი. მომენატრა ისე... და არ ვიცი რა ვ...საქართველო მიყვარხარჰორიზონტთან მთები ჩანს, ცა - ჰორიზონტს იქითაც, ტბა ისეთი ვიწროა მგონი დალევს ჭიქითაც. გვერდით ძველი ციხე ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026