kids.ge logo

ვაშლის ქურდები

ფავორიტებში დამატება

საღამოს სოფლის ბოლოზე
ერთად მოვგროვდით ბავშვები,
რომ მოგვეპარა საჭმელად
ჩუმად მეზობლის ვაშლები.

დილით პატრონი ცხარობდა
დამაჭერინა ერთიცო,
მათ არ იციან ყოველთვის
ვაშლის ქურდს ქუდი ეწვისო.

ამ ამბავს როცა იკვლევდნენ
ეჭვი ჰქონიათ ყველაზე,
ქუდის დაწვა რომ ახსენეს
ხელი ვიტაცე კეფაზე.

მას მერე დარცხვენილი ვარ,
არ მინდა ვაშლი კეხურა,
სასაცილოა, რომ ქუდი
თავზე სულაც არ მეხურა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შემოდგომაშემოდგომა შემოსულა, ეს რამდენი ფერებია, ღირსეული მოსავალით, ქება შეუფერებია. სად ყურძენი იკრიფება სადღაც ...საათიტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ... ისმის კედლის კუთხიდან, გუგული კი გადმოგვძახებს პაწაწინა ყუთიდან. ეს...ონკანიერთხელ აბაზანაში გაგვიფუჭდა ონკანი, ბავშვებისთვის ის გახდა სიხარულის მომტანი. მოუშვებ და ახველებს, ცემინე...კვერცხიამ დილით შავმა დედალმა ეზო აიკლო კაკანით, კვერცხი დაედო ამ ამბავს ყვებოდა დიდი ქაქანით. ოცთეთრიანი კვერცხ...შველი - მზეთუნახავიიყო და არა იყო რა, რა იყო ღვთის უმეტესი, ზღაპრად ნათქვამი ამბავი ნაღდია, თან უკეთესი. იყო სამოთხე ქვეყანა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026