kids.ge logo

ქურდბაცაცა ბაჭია

ფავორიტებში დამატება
ამდენ მწვანე კომბოსტოს
არც ჩიტი ჭამს, არც ჭია.
ალბათ ისევ ეშმაკობს
ქურდბაცაცა ბაჭია!
მოვა, როცა ძილში ვარ
და მურიაც არა ჩანს,
მერე დარიდებლად
მთელ კომბოსტოს გადაჭამს.
ერთხელ მაინც ეთხოვა:
`საყვარელო მაკო,
შენი ბაღჩის კომბოსტო
გამასინჯე, დაკო~.
მეც მივცემდი, ახლა კი
საყვედურის ღირსია!
თქვენ თვითონ თქვით, ქურდობა
განა საკადრისია?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყვინჩილასაქათმის კარებს რომ არ გიღებ, ამისთვის მემდური, ყვინჩილა? რა გიყო, რა ჩემი ბრალია, მეზობლის მამალმა გიჩივ...ბეკეკაგამიგონე, ბეკეკა, გეყო სტუნვა-თამაში, ხედავ? დამეტაკე და ამომსვარე ტალახში. ერთხელ თუ გაგებუტე, ვეღარ გად...სარფელი მეთევზე ბავშვების სიმღერააიდა, აიდა, გასცურე, ბაიდა, გამოდი, კეფალო, გამოდი, სტავრიდა! აიდა, აიდა, მოუსვი, ბაიდა, დელფინი მოვარდა,...გუგულის საყვედურიჩიტებში რომ მაქიაქებთ, მთათხავთ, ტალახს მესვრით, ნეტა ვინ გყავთ ქვეყანაზე ჩემზე უკეთესი?.. სხვა რომელი ჩი...მამალიროცა ავად ვიყავი, ვსვი და ვყლაპე წამალი და დედიკომ საჩუქრად მომიყვანა მამალი. ერთხელ ძია გვესტუმრა, ბაბუა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026