kids.ge logo

ფეხბურთი

ფავორიტებში დამატება

საღამოზე მეგობრები
სათამაშოთ წავედით,
ბურთი მიგვაქვს საბურთაოდ
სოფლის ბოლოს გავედით.

წესები გვაქვს, ვერავინ
გათვლას ვერ გადარჩება,
ვინც ზედმეტი გამოვა
მაყურებლად დარჩება.

რა ვქნათ ზურა არ შეგხვდა,
არც ბურთი, არც კარიო,
მაყურებლად ივარგე,
ტაში დაუკარიო.

სტადიონზე ჩვენი გუნდი
საბრძოლველად განეწყო,
სულ პირველი წუთებიდან
თქეში წვიმა დაიწყო.

აღარა ჩანს კარები,
მდგარი მწვანე ბალახში,
ჩვენ ყველანი ჩავფლურვართ
მუხლებამდე ტალახში.

მაისური დამეხა,
ბუციც შუა გამეყო,
ბურთის ნაცვლად სახლიდან
ნეტა ქოლგა წამეღო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ტყუპი ციკნებისოფლად გვყავს თხების ოჯახი ყარამანი და ბარბია, მათ შეეძინათ ციკნები, რა სასაცილოდ დარბიან! ციკნები მიხოს ...ახალი კბილიმიყვარს ბევრი კანფეტი და მურაბა ტკბილი, ამ ზაფხულში სოფელში მოვიცვალე კბილი. ბებომ მითხრა: _ ეგ კბილი გავ...ზამთარიზამთარში თოვლს და სიცივეს ველოდით აქაურები, სასრიალოდ კი მზადა მაქვს ციგა და თხილამურები. შემოდგომაც გავა...ველოდებით ახალ წელსშემოდგომის მაგივრად შემოსულა ზამთარი, მახარობლად მობრძანდა თოვლის ფიფქთა ამქარი. მოიბუზნენ ჩიტები, გულწით...მიხო ბიჭი ზოოპარკშიმიხო ბიჭმა წელს პირველი კლასი დაამთავრა ექსკურსიით მისი კლასი ქალაქს გაემგზავრა. სამებაშიც მოიარეს და მთა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026