kids.ge logo

სიმღერა წიგნზე

ფავორიტებში დამატება
ხეზე გალობს მგალობელი,
მზე უცინის ისა.
მთიდან წყარო მოიმღერის
დელი-ოდელისა.
ძია კომბლემ მწვანე სერზე
ცხვარი ჩამოტარა.
- ქვებს ნუ მესვრი, ბიჭო სესე! -
თხოვს მერცხალი პატარას.
ავთანდილმა ღიღინ-ღიღინ
მთები გადინადირა.
ხუთკუნჭულამ გვახარხარა
და შვლის ნუკრმა გვატირა.
წიგნის მადლით შევიყვარეთ
კაკი და ილია,
მოჩუხჩუხებს, ვეწაფებით,
ვსვამთ და არ დაილია.
შრიალ-შრიალ ფოთლებია,
თუ ფიფქები ფანტელა!
ფრთხილად შლიან ნინო, ბექა,
გია, თამრო, ნათელა...
მის ჯადოსნურ სილამაზეს
ერთხელ ვინც ეზირა,
ყველამ გულით შეიყვარა
წიგნი ფურცლებშრილა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დათუნია დრუნჩადათუნიას ერგო ერთი ქილა ერბო. მიდიოდა გზაზე, ღიღინებდა ასე: - დათუნია დრუნჩასა ერბო მერგო ქარვისა, რა გინ...იჩახჩახე ჩიჩილაკოთეთრად ელავს ბურბუშელა და ფიჭვის ხეს სურნელს აკმევს. ზედ კი ბებო ნელა-ნელა ჰკიდებს ვაშლებს, ვერცხლის კაკლ...გამოფარფატდა პეპელაგამოფარფატდა პეპელა, ყვავილებს უძღვნა სალამი. იამ საუზმე მიართვა, ბალახმა ასვა ცვარ-ნამი. წყარომ უმღერა რ...ახალი ქოლგამზე პირს იბანდა, მზია და გოგი გარეთ გავიდნენ ახალი ქოლგით. სადრბაზოსთან შეჩერდა მზია: -ქოლგის გახსნა რომ ...ამანათიფრენა-ფრენით სოფლიდან ამანათი მოფრინდა. იმ კალათას ფრენიას ზედ ბარათი ჰფენია: „ჩვენო ცუგრუმელებო, ე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026