kids.ge logo

ცუგა-ფურცელი

ფავორიტებში დამატება

რა ვქნა ბევრი ვეძებე და
ვერ ვიპოვე ფურცელი,
სწორედ ამ დროს შევამჩნი
ჩვენი ცუგას მუცელი.

მერე ზურგიც დავინახე
თეთრი იყო, ქათქათა,
ფლომასტერი ავიღე და
სულ მოვხატე თანდათან.

გასუსული იჯდა ცუგაც,
მოფერება ეგონა,
ამ დროს ბებომ დაკივლა,
ნეტავ არ მოწონა??!

მერე ბებო გამიბრაზდა
სე რომ მოვიქეცი,
მე კი ისე მიხაროდა,
თითქოს მხატვრად ვიქეცი.

დედაც ხატავს ხშირად, მაგრამ
ჩემი ხატვა ეწყინათ,
ჩემს ცუგას კი მოწონა
და არც რამე ეტკინა.

მე და ჩემი თეთრი ცუგა
მეგობრებად დავრჩებით,
ჩუმად გეტყვით: კვლავ მოვხატავ,
ბებოს თუ გადავრჩებით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დათვი და ფუტკრებიდათვი “- ცოტა თაფლი მიწილადე დედოფალო ბზუილა! ნუ მეტყვი, რომ ამხელა გზა ვიბაჯბაჯე ტყუილად”. ფ...წიგნით ფრენადამესიზმრა, თითქოს წიგნი გადამექცა ფრთებად, თითო გვერდი იშლებოდა საჰაერო გზებად. დავფრინავდი, როგორც ჩიტი...დედიკოს დამხმარემიყვარს რომ ვეხმარები დედას დალაგებაში მადლობას კი არ მიხდის ასეთ დახმარებაში. კომოდს როცა ალაგებს და ზემ...დეიდაძალიან ჰგავს დეიდა გარეგნობით დედიკოს, ნეტავ ასე ლამაზი დიდობაში მეც ვიყო. მანებივრებს მუდმივად ჩემთან ერ...დამალული კანფეტებიერთხელ ზუკას მოუტანეს კანფეტები ყუთით, სიხარულით ჩაიხუტა, არ ტოვებდა წუთით. დაეხვივნენ ბავშვები და მოცუნც...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026