kids.ge logo

ველოდები ძამიკოს

ფავორიტებში დამატება

ი, უკვე რახანი
ველოდები ძამიკოს,
ალბათ ბურთით ვითამაშებთ,
მანქანებსაც გამიყოფს.

"მგონი მალე გაიცნობო"
__მეუბნება მამიკო,
დედიკო კი სადღაც მიჰყავთ,
რატომ? ნეტავ გავიგო!

თურმე ჩემს ძმას მოიყვანენ,
ვიცი,დავმეგობრდებით
ველოსიპედს გავუმზადებ,
მშვიდად დაველოდები.

****************************
მალე სტუმრებით დაიწყო
ჩვენი სახლის გავსება,
მომიყვანეს მსუქანა და
პაწაწინა არსება.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მომავალი ტიკტიკამერე რა, თუ ყველა სიტყვას დიდებივით ვერ ვამბობ, რასაც ვითხოვ, მაინც ხვდებით, ჰოდა,რატომ ვიდარდო?! თუკი ჩე...მერე რა თუ ცივანაზი, თეთრი ფანტელი ცეკვა-ცეკვით ცვივა, მერე რა, თუ სუსხია! მერე რა, თუ ცივა! ხელის გულზე მადნება ფიფქი ე...პაწაწინას თხოვნამე რომ მკითხონ, გავაქრობდი შუადღეს და დილას, დავტოვებდი საღამოს და სრულად შაბათ-კვირას. რატომ მიყვარს ეს ...ბაკურიანშიბევრჯერ დამსვა კარუსელზე დედამ ბაკურიანში. დროის გასვლას ვერც ვხვდებოდი თამაშსა და ტრიალში. თოვლის კაციც ...ჩემი უფროსი დაიკოყოველთვის წიგნებს რომ უზის ჩემი უფროსი დაიკო, თამაშს როცა ვთხოვ,არ იმჩნევს, თითქოსდა ხმა ვერ გაიგო. და ამ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026