kids.ge logo

ავადმყოფი

ფავორიტებში დამატება
დღეს სულ მოწყენილი ვარ,
ხასითი წამიხდა,
ცით, ჩემი თოჯინა
ძლიერ ავად გამიხდა.
ხმას არ იღებს სრულებით,
არც საჭმელი არ უნდა,
კუ ექიმთან გაიქცა,
რა ვქნა, რომ არ დაბრუნდა?
ყოველ წუთში ოთახში
ნუ შემოხვალ, ბებია,
მორიდე ავადმყოფს,
იქნებ გადამდებია.
ღმერთო, ნეტავ საშიში
რაფერი არ იყოს!
აქ ნუ მოსწევ პაპიროსს,
გარეთ გადი, მამიკო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026