kids.ge logo

საქართველოა ლამაზი

ფავორიტებში დამატება
მთა მთაზე როა მაღალი,
თავზე თოვლგადანაყარი,
მთებზე რომ მუდამ გაშლილა
თეთრი ღრუბლების ფაფარი,
მდინარების ნანაში
გარინდებული მთა-ბარი,
სიცოცხლე ჩვენი გულისა,
ჩვენი ოცნების ლამპარი -
საქართველოა ლამაზი,
„სხვა საქართველო სად არი!“

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026