kids.ge logo

შემოდგომა

ფავორიტებში დამატება
დასევდიანდა ბუნება,
ფერი შეუკრთა ტყე-ველსა,
კაკალსა მოშრილესა
და ვერხვსა შტოთა მრხეველსა,
მუხას ამაყად მდგომარეს,
ზვიადსა, შეურყეველსა,
მებრძოლსა ჭექა-ქუხილთან,
ქარ-ბუქთან ღამის მთესველსა.
ღარსად მოჩანს მერცხალი,
ფრთამოცქრილე, ფრთამალი,
გარიჟრაჟ-განთიადისა
მემოციქულე მამალი,
დაღლილი მუშის მკურნალი,
სევდიან გულის წამალი;
მოძებნია სხვა კუთხე,
ჩვენგან შორს, ზამთრის სამალი...
სხვა ფრინველებიც წავიდნენ
მავ გზით, იმავ კვალითა,
აქ დაზრდილ-დაფრთიანებულ
შვილებით - ბიჭებ-ქალითა,
ბუნების წესთან მოხდილნი
პირნათლად სრულის ვალითა...
ბეღურა ჩიტებსღა ვხედავთ
დანაღვლებულის თვალითა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნაბია და წკიპაჰეი, ბიჭო, ბიჭო, წკიპა! გახსოვს, ბებომ რომ გაგწკიპა? ვაშლის ქურდი დედის კალთას ამოეკარ, როგორც ტკიპა. -შე...ახალი წელიინათა, ახალი წელიც გამოჩნდა თავისი ალმითა; სუყველას ჩამოუარა კარისკარ, ტკბილის სალმითა. ბალღებს შესძახა: ...პაწია მერცხალიმე პაწია მერცხალი ვარ, მოჭიკჭიკე, მოალერსე; ნეტავი რა დაგიშავე, ქვებს რომ მესვრი, ბიჭო სესე?! სიყვარულით,...საქართველოა ლამაზიმთა მთაზე როა მაღალი, თავზე თოვლგადანაყარი, მთებზე რომ მუდამ გაშლილა თეთრი ღრუბლების ფაფარი, მდინარეების ...ცხენობანაგადამსხდარან ყმაწვილები გამხმარ ჯოხის ცხენებზედა, საჯირითოდ გამოსულან ბექობსა და სერებზედა. ზოგს აცვია, ზ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026