kids.ge logo

ზაფხული

ფავორიტებში დამატება

მზე-მაესტრომ, ადრიან,
დაიქნია ჯოხი.
ცერზე ჩამორა
ალვამ მწვანე ჩოხით.
ტაშს უკრავენ ფოთლები,
განა ქარის ბრალია,
ეს პეპელა - კაცია,
ის პეპელა - ქალია.
ნახე, როგორ ცეკვავენ
დე-ტრუას და პა-დე-დეს,
ეს მინდორი სცენაა,
შენც იცეკვე, გაბედე.
ყაყაჩო და გვირილა
აქეთ-იქით ანთია,
კალიბიც ახალი
პუანტებით დახტიან.
ფუტკრებს - ოქროს ფლეტა,
ხოჭოს - დიდი ჩელო,
ვილინო - ბულბულებს,
მღერის მწვანე მდელო.
სასკივარას აწივლებს
კოღობის გუნდი,
ქალბატონი მანჭკვალა
თავს იწონებს ქუდით.
ბისზე იწვევს მერცხალს
მოჩუხჩუხე წყარო,
ზაფხულს პრემირა აქვს,
ნუ ხმარობ, ქარო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დარისა და ავდრისარაც არის, არის, მოდი, ერთად შევსანსლოთ ქარი! რაც არის, არის, დავაყოლოთ ზედ წვიმის წყალიც! რაც არის არის, ...მეფის ქალიშევაწყვიტოთ ნინოს - ცრემლი, ბალს - კუნწულა, ვაზს - აკიდო. ჩიორამ თქვა: - მძიმეაო, კნუტი კნავის: - ვის ავკ...სად ხარ, გეძებ, შემოდგომავ?იქნებ ღრუბლებიდან მოდის წვიმასა და ქართან ერთად? იქნებ, სკოლაშიც კი გვიცდის, კლასში გვემალება, მერხთან? ი...გაზაფხულიგუ-გუ! - ისმის შორი ტყიდან გუგულების მოსალმება. გადაქარგეს მინდორ-ველი გვირილებმა, სოსანებმა. გოგონები ფე...ძილისპირულიროცა გინდა, დაიძინო, თუ კი კარი გადარაზე, სანამ თვალებს დახუჭავდე, არ შესკუპდე ქანდარაზე! არც თავლაში შეხ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026