kids.ge logo

დიდი ჭია

ფავორიტებში დამატება

ალხა-მალხა,
ჩვენი ჯალღა
წოწილა მაღლა-მაღლა.

- ვინ კრეფს?
- დიდი ჭია,
პირი დაღია.

- ჩამომიგდე, ჭიავ,
თეთრი თუთა, მშია!

ჭია კიდევ ჭამს,
ავსებს ქვაბს და ჯამს.
ჩვენს გემრიელ თუთას
ზამთრისთვისაც ფუთავს.
ხარშავს
ჯემს და
მურაბებს,
შვილიშვილებს ულაგებს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026