kids.ge logo

ნეტავ მართალი თუა?

ფავორიტებში დამატება

მელანოს დევუკელები
უკვე სკოლაში შესულან!
გუშინ რომ ფაფას ლოკავდა,
ის დევიც შვიდის შესრულდა.
- სკოლაში რას ასწავლიან?
- დევთ ანა-ბანას, ალბათ.
- კიდევ? - ზღაპრებს და არაკებს
და დევგმირების ამბავს.
მუსიკასაც რომ სწავლობენ?!
ვილინო აქვთ ერთი,
ცხრავე დევს სმენა ჰქონია,
არ გასწყრომიათ ღმერთი.
ჰოდა, გამებს რომ უკრავენ,
თურმე ზანზარებს ხევი,
თელასგან გამოუთლიათ
მათი სარგო ხემი.
სი ულაყის კუდისა
ზედვე გაბამთ ძუა,
კონცერტზე მივუწვევივართ,
ნეტავ მარტალი თუა?
მელანოს სიხარულისგან
გული გაუსკდეს ლამის,
ცხრა ფრაკი ჩააგვირისტა,
არ უძინია ღამით.
ცხრავეს დააჭრა ფრჩხილები,
ცხრავეს დაბანა პირი,
საგზლად ჩადო თითო დევს
ას-ასი კვერი ტკბილი.
ბოლოს თავადაც მოიგდო
მხრებზე ნამზითვი ფარჩა
და წაბრაგუნდნენ კონცერტზე,
ხემი კი....სახლში დარჩათ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

"წესრიგომიცინი"თუ არ იბან საპნით ხელებს, იწეპებ და იკრობ ბაქტერიებს, ვირუსებს და ათასობით მიკრობს. თუნდაც იყო ბრძენთაბრძ...ძილისპირულიროცა გინდა, დაიძინო, თუ კი კარი გადარაზე, სანამ თვალებს დახუჭავდე, არ შესკუპდე ქანდარაზე! არც თავლაში შეხ...ჩიჩილაკიაიღებენ თხილის ტოტს და თლიან, თლიან, თლიან, თლიან.... საახალწლოდ უნდა დადგან -მიხვდი? -ჩიჩილაკი ჰქვია! თხ...ორი ჩიტიოთხი ცალი წიწიბურა ორმა ჩიტმა გაყო ძმურად. მერე ნამი დალიეს, ეთამაშნენ კალიებს, იწუწავეს რუში. დედიკო რომ...კესოს ლექსიესო-მესო, გაჩნდა კესო! სხივად შეემატა დღესო, როცა სძინავს _ მთვარესა ჰგავს, როცა ღვიძავს _ დილის მზესო. ქ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026