kids.ge logo

დარისა და ავდრისა

ფავორიტებში დამატება

რაც არის, არის,
მოდი, ერთად შევსანსლოთ ქარი!

რაც არის, არის,
დავაყოლოთ ზედ წვიმის წყალიც!

რაც არის არის,
თუ მოვაყრით ქარაშოტს მარილს,
იქნება ბევრად გემრილი და ბევრად წყნარი.

რაც იყოს, იყოს,
მოდი, ჩავყლაპოთ ჭექა-ქუხილიც!
რაც იყოს, იყოს
დაგვანაყრებს, რა უნდა გვიყოს?

რაც იყოს, იყოს,
თუ მოვაყრით ქიშმიშს და ნიგოზს,
იქნება უფრო გემრილი,
მე ასე ვფიქრობ.

მერე ავდგეთ და
შევახრამუნოთ მსუქანი ღამეც,
მად არ ვარგა,
დავუბრაწოთ ორივე მხარე.

რაც იყოს, იყოს,
გიწილადებთ ღამის ყიყლიყოს,
თქვენგან ერთერთმა კი
მზინი დილა მიყიდოს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზაფხულიმზე-მაესტრომ, ადრიან, დაიქნია ჯოხი. ცერზე ჩამოიარა ალვამ მწვანე ჩოხით. ტაშს უკრავენ ფოთლები, განა ქარის ბ...სუფრასთანსად გინახავთ, ციყვს და კურდღელს ფინჯნით ესვათ ჩაი ცხელი? ან ლამბაქზე, ქაფქაფა რძეს, აციებდნენ სულის ბერვი...ზამთარიზამთარს მოაქვს თოვლი, ყინვა. ქუდს, ხელთათმანს, კაშნეს, მოარგებს და დიდ-პატარას თბილ ქურთუკებს აცმევს. ლოლ...რიხით სათქმელიერთ კაცად მეც ხომ გეზრდები, ჩემო ლამაზო მამულო?! გესმის? ჩემს ციცქნა ძარღვებში შენი სიცოცხლე ხმაურობს! ხმ...ბაღის მეგობრებიჩვენ ვართ ბაღის მეგობრები, ერთად ვსწავლობთ, ვთამაშობთ, ვინმემ თუკი მოიწყინა, რას ვაკეთებთ? - გავართობთ! -...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026