kids.ge logo

სხვანაირი ახალი წელი

ფავორიტებში დამატება

ქარი სტვენს და ფიფქები
ზამთრისპირულს მღერიან.
მელაკუდა ხელებს შლის:
-რანარი წელია?
კუ კვერს უკრავს მელიას:
-სკოლა ცარილია,
ბაღი ცარილია,
რანარი წელია?
დათუნიაც დუდღუნებს:
-სცენაც ცარილია,
სახალწლო ზეიმზე
ბავშვები არ გველიან,
რანარი წელია?
რანარი წელია?..
ბოლოს წერო-ექიმმა,
ბრძანა დინჯად, სვენებით:
-ხშირ-ხშირად და გულდასმით
დაბანეთ ხელები;
მალე აქარობას
თოვლი უხვად მიბარდნის,
ტყის მეჯლისზე, ამაღამ
გამოცხადით პირბადით.
ჯაზ-ორკესტრი მზადაა,
შაშვ-ბულბულნიც - ფრთოსანნი,
თოვლის პაპაც გვეწვევა -
სიც პირბადოსანი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ფიფქის სიმღერაციდან მოვალ, ცისმარი, აგიცხადეთ სიზმარი. სანამ ვქარგავ ამ ხედებს, კარში გამოიხედეთ!.. მე ვარ ზამთრის ბალა...ნაყინიმენაყინე ძიაო, თუ ნაყინი რძეაო, ანუ, რძისგან მზადდება- ასე გამიგიაო, ზამთარში რად გვიშლიან? დედას რისი ში...თეოს დარდი-თეო, რამ დაგაღონა, თვალებს რად აფახულებ? -რამ და, დილით, გოგოლა, სკოლა მოვინახულე; თითქოს ვეღარც ვიცანი ...მარტითებერვლიდან ზანტად მოაბოტებს, თოვლ-ჭყაპს ირევს, ვერ გაიხდი ბოტებს. აიქნია ფუნჯი, ჭინჭყლმა ერთობ, ყოჩივარდ...ციყვებიხეში წყალი ჩამდგარაო - ციყვი გვიდა ფუღუროს: -ჩიტმა გადგა საძირკველი, მაშ, მე ვიღას ვუყურო? დაალაგა თაროებ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026