kids.ge logo

მეხანძრეები

ფავორიტებში დამატება

ბა, ჩართეთ სირენა,
მანქანები დასძარით! -
უღრან ტყეში მგლის ბუნაგს
გასჩენია ხანძარი.
ამბის შემსწრე მთელ ტყეში
მხოლოდ შავი შაშვია,
შენიშნავს, ასანთით
ლეკვებს უთამაშნიათ.
რეკავს ჩვენი კოდალა,
განა არის ენაბლუ?
_ მისამართი გვასწავლეთ,
ლო! ალო! - ღელავს ბუ.
კოდალამ თქვა: - ტყის ბედი
მეხანძრეთა ხელშია,
ცეცხლი ჩხიკვის ქუჩაზე
მეცხრე შესახვევშია.
შიშმა გადარა
დაბურ ტყის ბინადართ,
ბედად, დროზე მოვარდა
მეხანძრეთა ბრიგადა.
მიუშვირა წყლის ჭავლი
ცეცხლის ენებს მახარემ,
ნიკომაც და დაჩიმაც
წუთით არ დახანეს -
შეეშველენ მეგობარს,
არც რეზიმ თქვა ური,
ერთ საათში დასცალეს
მთელი რეზერვური.
_ ტყე თქვენ გადაგვირჩინეთ,
ღმერთიც აგაშენებთო,
ჩვენი დროის გმირებო -
მეხანძრე-მაშველებო!
_ ბრძანა ლომმა, მგლის ლეკვებს
მიაშვირა თან თათი:
_ აწი აღარასოდეს
თამაშოთ ასანთით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ფიფქის სიმღერაციდან მოვალ, ცისმარი, აგიცხადეთ სიზმარი. სანამ ვქარგავ ამ ხედებს, კარში გამოიხედეთ!.. მე ვარ ზამთრის ბალა...დათვებიარ აცალეს ღამეს წასვლა, ცისკრის ვარსკვლავს ანთება, საახალწლო სამზადისი გააჩაღეს დათვებმა. მამა დათვმა წაი...ჩიორა-ჩიტი-დედი, რაო, ჩიორა- ჩიტმა, ერთმა ფიორამ? რას სტვენს ჩვენი თხილიდან, ასე ტკბილად დილიდან? -დილა გალობისაო, ...ციყვებიხეში წყალი ჩამდგარაო - ციყვი გვიდა ფუღუროს: -ჩიტმა გადგა საძირკველი, მაშ, მე ვიღას ვუყურო? დაალაგა თაროებ...სხვანაირი ახალი წელიქარი სტვენს და ფიფქები ზამთრისპირულს მღერიან. მელაკუდა ხელებს შლის: -რანაირი წელია? კუ კვერს უკრავს მელია...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026