kids.ge logo

ციყვის სიზმარი

ფავორიტებში დამატება

ფუღუროში მობინადრე,
ჭკვინი და თანაც ბრიყვი
მეზობლებთან დამჯდარა და
სეთ ამბავს ყვება ციყვი:
- გაღმა ტყეში მიმიწვიეს,
ცხოველების მეფე გავხდი,
თავს გვირგვინი მეხურა და
წიფლის ძირას მედგა ტახტი,
შეიკრიბნენ იქაურნი,
გადიხადეს დიდი ლხინი,
მრავლად ეწყო გრძელ სუფრაზე
წაბლი, კაკალი და თხილი.
ვეზირებად მგლები მყავდნენ,
მრჩევლად - მელა, მცველად - დათვი,
ყველა საქმეს თვითონ ვწყვეტდი,
რად მინდოდა რჩევა მათი?
მეფე ვიყავ უძლეველი,
მიწონებდა ყველა აზრებს,
მაგრამ ერთხელ მაინც შეცდნენ
და ძალიან გამაბრაზეს.
დავერიე ყველას ერთად,
ტყდა ტყეში ფორიქი,
არვინ ყავდათ ჩემისთანა
მამაცი და გოლითი.
ყველანი შორს მოვისროლე,
ვინც არ მომივიდა თვალში,
მაგრამ ზეცამ დაქუხა,
მეხი მომხვდა უცებ თავში...
და თვალები დავაჭყიტე,
ვერ გავიგე, სად ვარ, ვინ ვარ,
წაბლის ხეზე მძინებია,
თურმე სიზმარში ვყოფილვარ.
ღარც გვირგვინი მამშვენებს,
არც ვეზირი და მცველია,
მეხიც არ ჩამოვარდნილა,
თავზე წაბლი დამცემია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შემოდგომაგადაჰყვა ფერები ოქტომბერს, მიქრიან ქედებზე დღეები, აფრქვევენ ქარვას და ოქროსფერს ნიავის ჩურჩულში ტყეები. ...მადლიერი შველირომ ჩამომდგარა ზამთარი, შველი უნახავს დამფრთხალი ჭიშკართან კეთილ ბაბუას, სოფლად დარჩენილს მარტოკა, შეუშვა...ჩვენი ტყის ბიბლიოთეკაიმას, ვისაც უყვარს წიგნი, ქვეყანაზე რა მოაწყენს? _ სამოთხე აქვს თავის წილი, აღმაფრენით ცამდე აღწევს. დაიზ...წვიმა უღრან ტყეშიმოდის თქეში უღრან ტყეში, მთები ქუხილისგან თრთიან, გადუკარებლადა წვიმს რამდენიმე საათია... ჩადგა წყალი ფუღ...ვითომ-ვითომ-ვითომრომ იცოდეთ, ჩვენი ნიკო უკვე ზღაპრებს აღარ ითხოვს, უცხო ამბებს ყვება თვითონ, ჩვენც გვართობს და თავსაც ირთო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026