kids.ge logo

შემოდგომა

ფავორიტებში დამატება

გადაჰყვა ფერები ოქტომბერს,
მიქრიან ქედებზე დღები,
აფრქვევენ ქარვას და ოქროსფერს
ნივის ჩურჩულში ტყები.
საბძელთან დავცალეთ ძარები,
მარანში ღვინდება მაჭარი,
სუყველგან ავიღეთ ყანები:
სად - ქერი, სად - ფეტვი და ჭვავი.
ვაგროვეთ წაბლი და წიფელი,
კაკალი მოვიდა იმდენი,
ქით რომ ზიდავდნენ ციყვები,
ქეთ ჩვენ ავავსეთ გიდლები.
ტყისპირას მწიფდება კუნელი,
ფერდობზე - შქერი და ასკილი.
გაისმა მწყემსების ძახილი -
მთებიდან ბრუნდება ნახირი.
ბეღელში ბლომად გვაქვს სიმინდი,
ხორბალი - ასამდე ბათმანი...
დათოვოს ტყები და მთანი,
ვეღარას დაგვაკლებს ზამთარი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

წვიმა უღრან ტყეშიმოდის თქეში უღრან ტყეში, მთები ქუხილისგან თრთიან, გადუკარებლადა წვიმს რამდენიმე საათია... ჩადგა წყალი ფუღ...ციყვის სიზმარიფუღუროში მობინადრე, ჭკვიანი და თანაც ბრიყვი მეზობლებთან დამჯდარა და ასეთ ამბავს ყვება ციყვი: - გაღმა ტყეშ...ვითომ-ვითომ-ვითომრომ იცოდეთ, ჩვენი ნიკო უკვე ზღაპრებს აღარ ითხოვს, უცხო ამბებს ყვება თვითონ, ჩვენც გვართობს და თავსაც ირთო...დათვების მარანშირთველი აქვთ დათვებს ტყის პირას, დაკრიფეს მაყვლის თალარი, დარეცხეს დიდი ქვევრები, დაასუფთავეს მარანი. ზოგი...მაჩვები, შაშვები და ბავშვებიტყის პირას ყანა შრიალებს, სიმინდებია ნარჩევი, გადაპარულან ყანაში გაუმაძღარი მაჩვები. ჩამოსძახიან პანტიდან...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026