kids.ge logo

ფიფქის სიმღერა

ფავორიტებში დამატება

ციდან მოვალ, ცისმარი,
გიცხადეთ სიზმარი.
სანამ ვქარგავ ამ ხედებს,
კარში გამოხედეთ!..
მე ვარ ზამთრის ბალადა,
დაგიმშვენებთ კალანდას.
მთელი ეს რიტული,
ჩემი რეპერტური -
უფრო დიდხანს გაძლებსო,
დაწერეთ ნაძვებსო.
რაღას უცდით, თუნდაცო,
შემკრათ თოვლის გუნდადო?
გაინძერით სწრაფადო,
დამდგით თოვლის პაპადო.
ერთს გთხოვთ, ჩემო ცელქებო,
თავს კარგად ვგრძნობ გარეთო,
სახლში ნუ შემიყოლებთ,
ავტირდები მწარედო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შიშიბაბუს ოდის სამერცხლეში მერცხლებს უმზერს ალექსი: „ამათ კუდებს დამიხედეთ, - შავ მაკრატლებს, ალესილთ. მწივან...ულტიმატუმიდაისწავლა ცხრა ლექსი სკოლისათვის ალექსიმ. უყვარს ქადა-ნაზუქი, ცხრა ბატი ჰყავს ნასუქი და ცხრა გამოცანიდან ...ეზომზიანი დღე იყო გუშინ, გვაქეზებდა ეზოს ნუში დაბერილი კვირტებით: -მიდით, განიტვირთებით, მოწყენილი ნუ ხართო,...მეხანძრეებიაბა, ჩართეთ სირენა, მანქანები დასძარით! – უღრან ტყეში მგლის ბუნაგს გასჩენია ხანძარი. ამბის შემსწრე მთელ ტ...დათვებიარ აცალეს ღამეს წასვლა, ცისკრის ვარსკვლავს ანთება, საახალწლო სამზადისი გააჩაღეს დათვებმა. მამა დათვმა წაი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026