kids.ge logo

მარტი

გაზაფხულის ჩანახატები

ფავორიტებში დამატება

თებერვლიდან ზანტად მობოტებს,
თოვლ-ჭყაპს ირევს, ვერ გაიხდი ბოტებს.
იქნია ფუნჯი, ჭინჭყლმა ერთობ,
ყოჩივარდა მიხატა ფერდობს.
ენძელებში ფურისულა გარია,
ყველას თავგზა და დავთრები არია,
რა ბუბუნებს, ეს რა აურზარია?
რა ტკარცალებს? სუ, სუ, კრინტი...
დაბერა, უთვალავი გასკდა კვირტი.
გაუმწვანდა ნეკერჩხალი, სუროცა,
მერე აპრილს ტახტი გადალოცა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026