kids.ge logo

მივიჩქარით ვენახში

ფავორიტებში დამატება

ბა, დელი დელია,
ჩვენს სოფელში რთველია,
მივიჩქარით ვენახში,
გოგო-ბიჭებს გველიან.

მივალთ, შრომის ხალისი
პატარებსაც აგვანთებს,
ჩაშაქრული მტევნებით
მოვავსებთ კალათებს.

ბა, დელი დელია!
უჰ, რა კარგი რთველია!
ი, ჩვენც ვენახში ვართ!
ვმხირულობთ, ვხალისობთ,
ეს გოდორი სავსეა,
ის გოდორიც აივსო...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჭრელი კატაჩვენმა ნატამ ხატა, ხატა, ჭრელი კატა დაგვიხატა, აპრეხილი ულვაშებით, დაცქვეტილი ყურებით... რა ლამაზი ნახატი...სამი თვე-სამი ძმობილისამი თვე-სამი ძმობილი, სამივე მეტად ცნობილი, სამივე ზამთრის სახელით ერთმანეთს ხმაშეწყობილი. წელიწადის დრო...ხიდიგავაკეთეთ გუშინ საქმე დიდზე დიდი, ნაკადულზე გავდეთ პატარებმა ხიდი. მტკიცედ ჩავამაგრეთ ხის ბურჯები წყალში,...ახდენილი ოცნებების წელი მოდის!ახალი წელია! ახალი წელია! წინ კი საოცარი დღეები გველიან,- უხვად გვექნება საღიმილონი, უხვად გვექნება საღიღ...შემოდგომის მიწურული და ზამთრის პირიმოტეხა სიმინდი. დაწურა ყურძენი. -ვის უნდა ჩურჩხელა?-თუხთუხებს თათარა. დაკრიფა ხილი და დაბერტყა კაკალი. ნო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026