kids.ge logo

სოფელი

ფავორიტებში დამატება

რა კარგია სოფელი,-
გულის დამატკბობელი,
გამგზავრებას სოფელში
სიხარულით მოველი.

გამაქანებს მანქანა,-
სწრაფი, დაუდგრომელი,
-ნეტავ, ვინ მოგვივიდა,
შვილიშვილი რომელი?

პაპა ეტყვის ბებიას,
ჩაცინებს ულვაშში,
-კახუნა ვარ! კახუნა!-
მეც შევძახებ გულგაშლით.

-პაპა შენ გენაცვალოს!
შემოგევლოს ბებია!-
გულს რომ გამიხალისებს,
მათი ტკბილი ხმებია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

იქცა ლამაზ თაიგულადალივლივდა ფარჩეული და გაბრწყინდა მზის რჩეული, მშვენიერი დედამიწა ჩვენს საყვარელ სახლად იქცა. თოვლი საბნად...ენძელადიდხანს, დიდხანს ვიარე, აი, მოველ მზიანეთს, გული გავიხალისე, სიხარულით ავივსე, თოვლში ამოვიწვერე მოვეფინე...ასეთია ზამთრის ღამე- დღე უეცრად გაიპარა... მითხარ, ერთი, რა მოხდა? -ღამე მეტად გაიზარდა, დღე კი მეტად დამოკლდა. -ადრიანად ჩა...კახა მიდის სკოლაშიანაბანა, ანაბანა, დედამ წიგნი მომიტანა, - იაკობის დედაენა, საქართველოს მზე და რწმენა. -მუდამ გქონდეს ამ დ...დაზუზუნებს ფუტკარიმე პატარა ფუტკარი ვარ, შენ-პატარა ყვავილი, გაზაფხულის მეგზურობა ნუ გგონიათ ადვილი. მე მთელი დღე დავზუზუნე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026