kids.ge logo

ჟირაფი

ფავორიტებში დამატება

რა ლამაზი ცხოველია!-
გაძახის ჩვენი ანა,
-კისერი რამ დაუგრძელა?
რამ გაზარდა ამისთანა?
როგორია გრძელკისერა,-
ბრაზინია თუ მშვიდი?
პატარა თავი ჰქონია.
თვალები კი დიდი, დიდი...
რატომ აქვს წინა ფეხები
უკანაზე უფრო გრძელი?
ტანი მას ვინ მოხატა?
მიპასუხეთ, პასუხს ველი!
სახელად ჟირაფი ჰქვია,-
დაკოს აუხსნა ნატომ,-
ალბათ ახლა ეს ცხოველი
აფრიკის სავანას ნატრობს.
მას, ყველა ცხოველზე მაღალს.
პაწაწინა რქები შვენის...
ბუნების საოცრებაა,
სხვა რა გითხრა დანარჩენი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პატარა ქირურგი-ჩუ, სიჩუმე! ყველას თეთრი ხალათი თუ გაცვიათ? ლაშა ექიმი აკეთებს მძიმე ოპერაციას... -ვის უკეთებს? -ჩვენი თ...რა კარგია ნაძვისხე!რა კარგია ნაძვისხე! ნათელი და ხასახასა! ტოტებზე ვარსკვლავები ნეტავი, ვინ დაასხა? ვინ დაკიდა ბურთულები, ას...თოვს!თოვს! თოვს! თოვს! მთელი დღე ლამაზად თოვს! გული გუნდაობას დილიდან მთხოვს! მთხოვს! მთხოვს! ქსოვს! ქსოვს! ქს...მუხატყეში ვნახე მუხა, რკოს ისხამდა უხვად, განიერი ტოტები ირხეოდნენ ქარში, მუხა იდგა ამაყად ავდარში თუ დარში. ...ჩამობარდნა თეთრად ტყეშიმთელი ღამე უთოვია! ჩამობარდნა თეთრად ტყეში, მაგრამ განა ყველა ხარობს, რუხი მგელი დარდით ხვნეშის: -მთელი ღ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026