kids.ge logo

თამარ დედოფალი ვიყავ

ფავორიტებში დამატება
თამარ დედოფალი ვიყავ,
თავი ძირს აღარ დავიღე,
ზღვაში ჩავყარე სამნები,
ხმელეთი ჩემსკენ მოვიგდე;
ქაჯებსა დავდე იჯარა,
ისპაანს ხარჯი ავიღე,
სტამბულს ხმალი ვკარ, დარუბანდს,
შაქს საბალახე ავიღე,
სირი მთა გავკაფე,
დიდი შარა-გზა გავიღე;
ღადა-ღუდა ტყე ვირე,
ქვაზე საყდარი ავიგე.
ამდენი საქმის მოქმედმა
ცხრა ადლი ტილო წავიღე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მკვეხარააქეთ გორასა წიხლსა ვკრავ და იქით გორას ძვრას ვუზამ; ადიდებულსა მდინარეს დავაყენებ და ყლაპს ვუზამ; ას ლიტრ...სიმღერა მამულზეჰაი, დილილმე, დილილმე, მთა-ბარი შემოვირბინე, მთაში წყარონი მღერიან, ბარში მინდორი ბიბინებს. წყაროსაც დავე...თამარ ქალითამარ ქალო, ქვეყნის თვალო, რა ლამაზი რამე ხარო; ნეტავ რა არის მისთანა, ამომავალი მზისთანა? ნეტავ რა არის ...წუთისოფელი რა არი?წუთისოფელი რა არი? აგორებული ქვა არი. რა წამს კი დავიბადებით, იქვე საფლავი მზა არი. საცა სოფელში მიხვიდე,...მელია და მამალიორშაბათ დილა გათენდა, რა ავი დარი დგებაო, ეს ჩვენი წუწკი მელია, საომრად ემზადებაო! წავიდა იქ მიცუნცულდა, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026