kids.ge logo

კიდევაც დაიზრდებიან

ფავორიტებში დამატება

კიდევაც დაიზრდებიან
ალგეთს ლეკვები მგლისანი;
სე არ ამოწყდებიან -
ჯავრი შესჭამონ მტრისანი.
თქვენი ჯერია, ბიჭებო,
ხელი დადოთ ხმალზედა,
თორემ ყორნები ძღებიან
წინაპართ ნამარზედა.
ვაჟკაცნი, მთაში ნაზარდნი,
ომშიაც კი ნახვენ ლხინსა,
მტერსა მტრულად დახვდებიან,
მოკეთეს მოსჭამენ ჭირსა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026