kids.ge logo

კურდღლის სიზმარი

ფავორიტებში დამატება
კურდღელმა სთქვა: ჩირგვში ვზივარ, ვერვინ მოვა ჩემზედაო;
გავიზედე სერზედაო, ბატონი ზის ცხენზედაო;
წინ მეძებრები მოუძღვის, დაგეშილი ჩემზედაო.
დამისიეს, გამომიდგნენ, გავექეცი განზედაო;
აღმართშია მე ვაჯობე, იმათ თავდაღმართზედაო.
ერთმა წუწკმა მეძებარმა კბილი გამკრა გვერდზედაო;
გამწიეს და გამომწიეს, ჩამომკიდეს ცხენზედაო.
მზარელებს მიმაბარეს, კარგად შესწვით ცეცხლზედაო;
ცალი გვერდი ცეცხლზე იწვის, ცალი - ერბოს ალზედაო,
ყურეთ ამ მსუნაგებსა, რა ყოფა აქვთ ჩემზედაო?
მარიგეს, ჩამარიგეს წვრილ-წვრილ ლამბაქებზედაო,
ხორცი ხორცად შემიჭამეს, ძვლებს იმტვრევდნენ ცერზედაო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

უფალმა ღმერთმა შენ მოგცეს ოჯახი საძირკვლიანიუფალმა ღმერთმა შენ მოგცეს ოჯახი საძირკვლიანი, ხარი-კამეჩი გუთნებით, ურმები სავსე, ძნიანი; იმყოფებოდე ხალხ...თამრიკო კარი გამიღეთამრიკო კარი გამიღე, ხელში მიჭირავს ქადაო, გემრიელია ძალიან, ბებიკომ მოგიმზადაო....ლომისას ჯაჭვი ჰკიდიალომისას ჯაჭვი ჰკიდია, არავინ იცის ვისია, ბებერი ქალი ატირდა: ეგ ჯაჭვი ჩემი ქმრისია, სიკვდილის ჟამსა ნათქო...თამარ დედოფალი ვიყავთამარ დედოფალი ვიყავ, თავი ძირს აღარ დავიღე, ზღვაში ჩავყარე სამნები, ხმელეთი ჩემსკენ მოვიგდე; ქაჯებსა დავ...ვახტანგ მეფევახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა, ციდან ჩამოესმა რეკა, იალბუზზე ფეხი შედგა, დიდმა მთებმა იწყეს დრეკა....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026