kids.ge logo

მეგობრები წაიჩხუბნენ

ფავორიტებში დამატება

ეს ამბავი მოხდა ტყეში...
ტყე არც ისე უღრანია,
ლაგ- ალაგ პანტის ხე დგას,
უფრო მეტად ,მუხნარია,
თუ ჭალისკენ ჩაუყვებით,
იქ მაჟალოც ურევია,
თხილები ხომ ულევია.
ჰოდა, ერთხელ, პატარებო,
(გეტყვით ,სანამ დაძინებთ),
რა ამბები დატრიალდა
ამ მშვენიერ ჭალის პირზე.
შემოდგომა იდგა ტყეში -
ქარვაჭრელი , ტკბილი, მსუყე,
თხილიც მწიფდა,
წაბლიც მწიფდა,
ვერ ნახავდით ერთსაც ფუყეს...
და ერთ დღესაც ( აღარ მახსოვს
შაბათი თუ კვირა იყო),
გვარინად იწვიმა და
ის-ის იყო გადაღო,
რომ უეცრად მეზობლებში
ულმობელი ატყდა ბუნტი...


იქ რომ ტკბილი პანტა მწიფდა
და ცვიდა პანტა-პუნტით,
ზღარბმა ტასომ დაჩემა:
,,ჩირი იცის დედაჩემმა ,
სეთი რომ, არნახული,
ამ ხის ახლოს არა ვნახო
მე არავის ნაფეხური!.”
იქ რომ მუხა ხრიდა ტოტებს,
რკო რომ ესხა ათი ფუთი...
გარს უვლიდა ბელი ვასო
ცქმუტვითა და
ფათი-ფუთით:
,,დედამ უნდა დამიმზადოს
სახალწლოდ ბატიბუტი,
ეს რკო მარტო ჩემია და
არ გაბედოთ მისვლა ახლოს,
ცოდეთ , რომ მაგრად ვბეგვავ,
ბა, ვინმემ ხელი ახლოს!”
ზღარბი ტასო, ბელი ვასო,
ციყვი ლოლა, გოჭი კოლა
ვერ შეთანხმდნენ ვერაფრით და
გამართა ოთხთა ბრძოლა...


ზღარბი თვლიდა ეკლის ნემსებს,
ბა, ერთი... აბა, ორი!
ლოლას კუდი აჩეჩა,
შუბლზე ჰქონდა დიდი კოპი.
გოჭი კოლა სულ გაგიჟდა,
დინგით დაამტვრია გობი.
ბელი ვასო ბურდღუნებდა,
რკოებს ფშვნიდა ორი ტორით,
ყო თრთოლა, წრეზე რბოლა,
კაკლისა და თხილის სროლა.


ბოლოს ყველა დაღალა,
ბა, ჩხუბი ვის არ დაღლის?!
სათამაშო მდელოსაკენ
გაპარეს ჩუმად თვალი.
პირველს ტასოს გაცინა,
მერე ვასოს , მერე კოლას
და ღიმილის ნაპერწკალმა
ბოლოს ლოლაც აიყოლა...
სიცილი ხომ ყველა წყენის
წამალია ჯადოსნური ,
ჰოდა, უცებ მეგობრებმა
მოიბრუნეს ისევ გული.
კვლავ ერთმანეთს გაწოდეს
ჯერ ხელი და მერე ხილი,
,,ჭირსამც წაღია ჩირი,
ჰა, შენ და არა მეო...
თუ უთქვენოდ ვჭამო რამე,,
ყოს ჩემთვის არამიო...”
ხალ წლამდე გაისმოდა
ტყეში მათი შეძახილი...


* * *
ყველგან მუდამ ლხინი იყოს,
ჭირსამც წაღია ჭირი.
მე არაგვზე ჩავირე,
არც ნაპირი, არცა ძირი.
საბანში რომ ჩავიჭყიტე-
უკვე მოსულიყო ძილი..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ა - რწივი გველიჭამიაარწივი გველიჭამია, როცა ადგება, დილითვე შემოუჯდება სუფრას და მიირთმევს გველის ჩიხირთმას... არ ინდობს არც ...ყ - ანჩაყანჩაზე უნდა მოგიყვეთ, აბა, მოსწიეთ ყურები! მოგზაუროდნენ ერთხელაც ბუნებისმოყვარულები. ჰოდა, ჩამოსხდნენ ტბ...ძ - ერაროცა მინდვრად მეზობლები, ქერს და ხორბალს თესავენ, კრუხ-წიწილას თავს ევლება, კოხტა გოგო - კესანე. „წიწილებ...ზ - არნაშოზაზა და ზურა ზაფხულში ზოოპარკში რომ მივიდნენ, ზარნაშო პირველად ნახეს, პეშვით უყრიდნენ სიმინდებს. ზაზა იძა...ჭ - ოტიჭრელი ჭოტი - ბუკნაჭო, კივის: „რატომ გათენდა?! მზე თვალებში მაჭყიტებს, მომაშორეთ აქედან!“ ჭანჭურიდან აჭყივ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026