kids.ge logo

თ - ოხიტარა

ფავორიტებში დამატება

ზამთარში თეთრი თოვლით რომ
დაფარება ფიჭვები
და გუნდებს თოხიტარების
დააფრთხობს გუნდი ბიჭების...

ნაძვის წიწვების ჩეროში,
ფრთოსნები შეიკრიბება,
მათ სათითაოდ ვინც დათვლის,
მართლა ყოჩაღი იქნება.

თეთრი ბადე თუ შენიშნე
არ მოცილო თვალები,
სადაც ობობას ქსელია,
იქ მოვლენ თოხიტარებიც...

სულ ერთი ბეწო ნისკარტით,
ყველა მწერს ყლაპავს სამ ლუკმად,
თუმცა, თოხივით ტარი აქვს,
თოხნა საერთოდ არ უყვარს...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

უ - ფეხურაუფეხურას უყვარს ტყეში შენიღბულად ცხოვრება, სასაცილო ფრინველია, დიდთავა, დიდთვალება. უფრო მურა ფერისაა და ...ჭ - ოტიჭრელი ჭოტი - ბუკნაჭო, კივის: „რატომ გათენდა?! მზე თვალებში მაჭყიტებს, მომაშორეთ აქედან!“ ჭანჭურიდან აჭყივ...მეგობრები წაიჩხუბნენეს ამბავი მოხდა ტყეში... ტყე არც ისე უღრანია, ალაგ- ალაგ პანტის ხე დგას, უფრო მეტად ,მუხნარია, თუ ჭალისკე...პ - რანწიასაქართველოში ბინადრობს პაწია ჩიტი პრანწია, ის მეტად დაუდეგარი, მხიარული და ანცია. ბუზებსაც კარგად მიირთმე...რ - ემეზიმინდა, მოგმართოთ გოგონებს, გამრჯე, ხელმარჯვე პრანჭიებს, ვინ სწავლობთ ქსოვას ჩხირებით, სუყველამ ხელი ასწიე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026