kids.ge logo

ყ - ანჩა

ფავორიტებში დამატება

ყანჩაზე უნდა მოგიყვეთ,
ბა, მოსწიეთ ყურები!
მოგზაროდნენ ერთხელაც
ბუნებისმოყვარულები.

ჰოდა, ჩამოსხდნენ ტბის ახლოს,
რომ გამართათ სადილი,
ყლორტებს ჩალის და ლერწამის
სულ დაფარა ნაპირი.

ცებ გაისმა ჭახანი
და სადღაც თოფი გავარდა,
აქ ნადირობა და სროლა
აკრძალულია არადა...

ყური მიუგდო სუყველამ,
აღშფოთებული ირით,
ფიქრეს: „ალბათ შემოძვრა
ცბირი ბრაკონიერი..“

თურმე ნუ იტყვით, ყანჩაა,
დგას აფხორილი, მშირი
და ატყაპუნებს გრძელ ნისკარტს,
თოფის ხმასავით ძლირად

ერთს კიდევ გეტყვით ყანჩაზე,
(ვერ დავიწყებთ ვერასდროს),
ის ერთადერთი ჩიტია,
ვინც თავის შვილებს ვერა სცნობს.

თუმცა, სრულებით არ არის
ცუდი დედა და ბებია,
როგორც კი ჩეკავს მართვეებს,
მაშინვე ეფანტებიან

და მერე, იცით, რას შვრება?
სადაც კი გადაეყრება,
ამქვეყნად სუყველა მართვეს
თავის შვილივით ექცევა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჭ - ოტიჭრელი ჭოტი - ბუკნაჭო, კივის: „რატომ გათენდა?! მზე თვალებში მაჭყიტებს, მომაშორეთ აქედან!“ ჭანჭურიდან აჭყივ...შ - აშვი მცინარიშოთა და მაშო, ბავშვებო, ცელქი და-ძმანი არიან, სოფლად ცხოვრობენ და უყვართ შალშავის ჭამა ძალიან. გუშინაც ტყ...ბ - ოლოცეცხლაბოლოცეცხლას კი იცოდეთ, ბოლი არასდროს არ ასდის, არც ხანძრის გაჩენა უყვარს და არც ასანთით თამაში. ასე იმიტო...ჰ - არპიყველა ჩიტი არ გეგონოთ ღუნღულა და უწყინარი, მაგათაც ჰყავთ, პატარებო, ერთი გველეშაპის დარი. თუ გამოჩნდა იგი...ს - ირაქლემაის აფრიკის მშვენებაა, ჩიტია და აქლემს მოჰგავს, სულ არ იცის ცაში ფრენა, სირბილში კი თავს არ ზოგავს. გადაწო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026