kids.ge logo

დედაო, ნინო!

ფავორიტებში დამატება

ნინობის დღეს აღვნიშნავთ ლოცვით, საფლავს მივაშურეთ,
მოვიყარეთ კიდეც მუხლი, ნინო კი ხელს შეგვაშველებს!
ლოცვისა და წირვის მადლი, სწორედ ამ დღეს გადმოსული...
საქართველოს ლოცვით იცავს,კაბადოკიის ასული!
...დედაღვთისამ დალოცა და ვაზის ჯვარით წარმოგზავნა,
ამ პატარა,სუსტმა გოგომ, ქრისტეს რწმენა მოგვიტანა!
ვინ აძლევდა ძალას ლოცვის, ან ვინ ახლდა მგზავრობისას?
ქრისტე თავად მფარველობდა, როცა ქართლში წამოვიდა!
დედაღვთისა ლოცულობდა, უხილავად გვერდით ედგა,
ცავდა და იფარავდა, სადაც ათენ-აღამებდა.
იმ გზას,როცა გაივლიდა, მფარველობით გზას იკვლევდა...
ცხეთას როცა მიაღწია, მაყვლოვანში - დაემკვიდრა!
დედოფალი, ჩვენი ნანა, მისი ლოცვით განიკურნა,
მის შემდეგ გადაწყვიტა... ქრისტე ღმერთთან ყოფნა სურდა;
მირინი ნადირობდა, მეფეს თვალნი დაბინდა...
როცა ნინოს ღმერთს მოუხმო, მხედველობა დაუბრუნდა.
მეფემა და დედოფალმა, ქრისტეს გზა რომ აირჩიეს,
მონათლნენ და სამწყმსოსაც, მღვდელმსახურნი მიჩინეს.
ნინოს ლოცვით,კლდით დაემხნენ, ის კერპები -,,სალოცავნი”
ქრისტეს ჯვარით შემუსრნენ, დაშალნენ - საცოდავნი!
...დედა ნინომ საცხოვრებლად, შემდეგ ბოდბე აირჩია,
ლოცულობდა მარხულობდა, სამლოცველოც აგია.
იღვაწა და ჯვარის ძალით, ხალხი რჯულზე მოაქცი
ღვთის წინაშე ლოცულობდა, წმინდა ფეხნი მოუყრია!
...განსვენებაც იქ ინება...სული შევედრა ქრისტეს,
ცხეთას გადავასვენოთო, ორას კაცმა, ძვრა ვერ უყვეს..
როცა გვიჭირს,ლოცვით ახლაც ვევედრებით წმინდა ნინოს,
განსაცდელში მოგვხედოს და შემწება მოგვივლინოს!
დედაღვთისას წილხვდომილის, ის შემწეა, არა ერთ გზის,
მისი ლოცვით დაგვიფარავს, ქრისტე, ჭაშმარიტი ღმერთი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

როგორი და რის ფერია?გ ა ზ ა ფ ხ უ ლ ი - ფერადია, პეპლების ფრთების ფერია, ჩითებივით ჭრელიც არის და... ყოჩივარდებისფერია. ზ ა ფ...თვითმცლელიზურტურიტომ მაჩუქა, ეს სატვირთო მანქანა, და იმას ჰგავს იქ, ტყეში ქვები ძირს რომ დაყარა. იცით როგორ ვთამაშო...დედასმინდა გაზაფხულს რომ შეგადარო, ჩემი სიცოცხლე შენით დაიწყო, გაზაფხულზე რომ ამოვა ია, მინდა მოგართვა, თმები ...გილოცავთ ნიკოლოზობას!წმინდა ნიკოლოზი ყველას მფარველია! ვინც გულით ევედრება, ამქვეყნად გასაჭირი, ანდა განსაცდელი, ვისაც კი შეხვ...დამარხულ არს.....დედა ენავ, დედა ენავ, ჩვენო განძო ქართულო, აკინძულო ანბანით და სიტყვებით მოქარგულო. თითოეულ ასო ნიშანს ღრ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026