kids.ge logo

ანბანთქება

ქართული ასოების სახელები

ფავორიტებში დამატება

ნანა, გიო, დათო, ანი...
ა - ასოსა ჰქვია ან-ი.
ბ - ასოსა ჰქვია ბან-ი.
ხელები გვაქვს დასაბანი.
გ - ასოსა ჰქვია გან-ი.
წრე, წრე შევკრათ, განი-განი...
დ - ასოსა ჰქვია დონ-ი.
როგორც ამ ჩიტს იადონი.
ე - ასოსა ჰქვია ენ-ი.
გაჭენა გიგიმ ცხენი.
ვ - ასოსა ჰქვია ვინ-ი.
მამამ დადგა თივის ზვინი.
ზ - ასოსა ჰქვია ზენ-ი.
ვნახეთ ჯვარი, ზედაზენი.
თ - ასოსა ჰქვია თან-ი.
მინდა გავხდე მე ექთანი.
ი - ასოსა ჰქვია ინ-ი.
მუდამ ჰქონდეს ჩვენ ხალხს ლხინი.
კ - ასოსა ჰქვია კან-ი.
გადაკეტე ჯერ ონკანი...
ლ - ასოსა ჰქვია ლას-ი.
ყველას სჯობნის ჩვენი კლასი.
მ - ასოსა ჰქვია მან-ი.
გვიყვარს ნიკო ფიროსმანი.
ნ - ასოსა ჰქვია ნარ-ი.
გავაშენეთ ყვავილნარი.
ო - ასოსა ჰქვია ონ-ი.
გვყავს სირბილში ჩემპიონი.
პ - ასოსა ჰქვია პარ-ი.
ბრწყინავს სიკეთის ლამპარი.
ჟ - ასოსა ჰქვია ჟან-ი.
მიყვარს რძე და არაჟანი.
რ - ასოსა ჰქვია - რა
მზის სახელიც არის რა
ს - ასოსა ჰქვია სან-ი.
გვიყვარს „ვეფხისტყაოსანი"
ტ - ასოსა ჰქვია ტან-ი.
ლაპლაპებს სელაპს ტანი..
უ - ასოსა ჰქვია უნ-ი.
ბანანს არჩევს მაიმუნი.
ფ - ასოსა ჰქვია ფარ-ი.
ვიშ! უხდება ლომს ფაფარი.
ქ - ასოსა ჰქვია ქან-ი.
ზღვაში ცურავს იალქანი.
ღ - ასოსა ჰქვია ღან-ი.
მომწონს ჯეჯილის ღაღანი.
ყ - ასოსა ჰქვია ყარ-ი.
მეგობრობა გვქონდეს მყარი.
შ - ასოსა ჰქვია შინ-ი.
კარს სჭირდება სალაშინი.
ჩ - ასოსა ჰქვია ჩინ-ი.
ცოდნა არის თვალის ჩინი.
ც - ასოსა ჰქვია ცან-ი.
მე აქ ბევრი გავიცანი.
ძ - ასოსა ჰქვია ძილ-ი.
დათუნია, გეყო ძილი!
წ - ასოსა ჰქვია წილ-ი
ქორწილია, დღეს, ქორწილი!
ჭ - ასოსა ჰქვია ჭარ-ი.
საწნახელში დუღს მაჭარი.
ხ - ასოსა ჰქვია ხან-ი.
შევისვენოთ ცოტა ხანი.
ჯ - ასოსა ჰქვია ჯან-ი
ღმერთმა ყველას მოგცეთ ჯანი.
ჰ - ასოსა ჰქვია ჰაე.
ჩვენ გავფრინდით უკვე, ჰაე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ცელქი თამუნასუფრაზე წებო დამესხა, ნეტავი ბებოს რა ვუთხრა? სასწრაფოდ, უნდა მაგიდას გადავაფარო სხვა სუფრა. თორემ თუ ნახ...ას ორი წლის კუს ოცნებარაც ისწავლა, კარგად ახსოვს, ას ორი წლის კუს. მაგრამ მაინც კვლავ სკოლაში სიარული სურს. - რატომ უნდა ჩამოვრ...ნუციკო- ბებოს ქოლგით დავდივარ, არ გეგონოთ პატარა. წვიმა ვერ დამასველებს, მზე ვერ დამწვავს თაკარა. - სულ შენს ბე...თეთრი ფარდადღეს დედიკომ ჩემს ოთახში ჩამოკიდა თეთრი ფარდა. დედამ ფარდის თეთრი ფერი ოთახის ფერს შეუფარდა. ლამაზია! მიხ...ჩემი ცელქი ფისოჩემს პატარა ფისოსა, ვერვინ სჯობნის ჭამაში; ჭამით როცა გაძღება, ჩემთან უყვარს თამაში. ფისო, ისე ცელქია, მა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026