kids.ge logo

ქართველო, ხელი ხმალს იკარ

ფავორიტებში დამატება
ქართველო,ხელი ხმარს იკარ,
გათენდა დღე დიდებისა,
თოფ-იარაღი აისხი,
დრო მოდის გამარჯვებისა.
მამულის დახსნის დღე არის,
ქვეყანა გვნუკავს შველასა,
თავისუფლების შოვნაÎ
სჯობს საშოვნელსა ყველასა.
მამულის დამხსნელს ვაჟკაცის
ხმალი და გული სდომია,
ვაჟკაცის გამომჩენელიც,
მტერთან გულდაგულ ომია.
მაშ, მამულს თავი შევსწიროთ
საშველად, გამოსახსნელად,
თუ მისთვის დავიხოცებით,
ჩვენ ის გვეყოფა სახელად.
ქართველო, ხელი ხმარს იკარ,
გათენდა დღე დიდებისა -
თოფ-იარაღი აისხი,
დრო მოდის გამარჯვებისა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჯარჯიკლდე, ჯიხვის ჯოგის გავლილი, რო ნახო, გაგიკვირდება... იმათ ნაწოლსა, ნადგომსა, თოლი არ მაეკიდება. ფეხ რო მა...თხას უთხრეს, მგელი მამკვდარათხას უთხრეს, მგელი მამკვდარა, თხამ ნავარდი ქნა, გაიქცა, თხაო, რა გაგხარებია, განა სამგლეთი დაიქცა?! იმას ...არ გათეთრდება ყორანიარ გათეთრდება ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა. მტერნი არ შეგვიბრალებენ ტირილითა და ვიშითა....სიმღერა მამულზეჰაი, დილილმე, დილილმე, მთა-ბარი შემოვირბინე, მთაში წყარონი მღერიან, ბარში მინდორი ბიბინებს. წყაროსაც დავე...პატარა ქალის ნატვრანეტავი რადმე მაქცია, ბულბულად გადამაქცია, ბულბულის ენა მასწავლა, ამ ბაღებს შემომაჩვია....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026