kids.ge logo

ჩამობარდნა თეთრად ტყეში

ფავორიტებში დამატება

მთელი ღამე უთოვია!
ჩამობარდნა თეთრად ტყეში,
მაგრამ განა ყველა ხარობს,
რუხი მგელი დარდით ხვნეშის:
-მთელი ღამე თოვლს გვაფრქვევდა!
ი, ბარდნის უთენიაც,
ზამთარს თოვლი გორაკებზე
თეთრად გადაფენია,
როგორ უნდა ვინადირო,
წინ თუ ბიჯიც ვერ წამიდგამს!
ნუთუ, თოვლში ჩავეფლობი...
ეს რა ცუდი დრო დამიდგა!..
თეთრად გადაპენტილ ჩირგვში,
კურდღელი ზის თურმე ახლოს,
იქვე მუხის ფუღუროში
კუდფუმფულა ციყვი სახლობს,
მათ რას გამოპარებ!-
გაიგონეს მგლის ვიშვიში,
ნახეს, კუდამოძუბული რომ
მიცახცახებს ზამთრის შიშით...
ციყვმა კურდღელს ჩამოსძახა:
-ჩემმა თვალმა ეს რა ნახა!
რა ცუდი დრო დამიდგაო!-
მგელმა ასე დაიძახა.
თურმე ბუნაგს ვეღარ აგნებს...
თოვლში ჩაკარგა სახლი...
-გახსოვს, როგორ გვამწარებდა?
ხი არის მგელზე, ახი!
ტყეში ახლა ტკბილად სძინავს,
დათვსაც, ზღარბსაც - ნემსეკალას,
კუც ზამთრის ძილს მისცემია,
ცაში სძინავს მზეს-მზექალას...
-ნეტავი, მეც წესად მქონდეს
დათვებივით ზამთრის ძილი,-
ახლა ამაზე ოცნებობს,
თოვლს მიარღვევს ტყეში მგელი.
ნადირობას, ნადიმობას
სიზმრად მაინც ვნახავდეო,
მაგრამ ახლა მთავარია,
მივაღწიო სახლამდეო!
ციყვმა კურდღელს მოკითხა
სტაფილო და ბლომად ნიყვი:
-ასეთ თოვლში ნადირობას
პირებდა?.. მართლა ბრიყვი!
-მაგრამ დარჩა ხახამშრალი
ჩვენი მტერი კუდაგრძელი!..
გაუხსენეს ბოროტება-
ხალიც და ძველისძველიც.
ზამთრისთვის არ იშურებენ,
მადლობებს და ქებას დამტკბარს:
-მაშ, მგელს ჭკუა ასწავლაო?!
გამარჯოს ასეთ ზამთარს!
-თოვლი მოდის! თოვლი მოდის!
გაიდარებს ნეტავ როდის!
-მე კი მინდა, ზამთარს ვთხოვო,
სე დიდხანს, დიდხანს თოვოს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

განივრცო მთიდან ბარამდისენაჭიკჭიკა ჩიტებით, ათასფერადი ჩითებით,- ყვავილთა ფარჩეულებით,- ვარდებით დარჩეულებით, ნაკადულების ლიკლიკი...პატარა ქირურგი-ჩუ, სიჩუმე! ყველას თეთრი ხალათი თუ გაცვიათ? ლაშა ექიმი აკეთებს მძიმე ოპერაციას... -ვის უკეთებს? -ჩვენი თ...ასეთია ზამთრის ღამე- დღე უეცრად გაიპარა... მითხარ, ერთი, რა მოხდა? -ღამე მეტად გაიზარდა, დღე კი მეტად დამოკლდა. -ადრიანად ჩა...კაკლის ბერტყვახიდან კაკლის წვიმა მოდის, განა წვიმა,- კაკლის სეტყვა! არც წვიმაა და არც სეტყვა, ამას ჰქვია კაკლის ბერტყვა...ზამთარიწვიმა, თოვლი, ავდარი... აი, ესეც ზამთარი! ყინვა დადის კარდაკარ, სუსხი დააქვს ქარდაქარ, მიწა თოვლმა დაჰბურ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026