kids.ge logo

წინასაახალწლო

ფავორიტებში დამატება

ფიფქმა თავი გამოყო
ზარმაზარ ღრუბლიდან,
გაშურა მიწისკენ-
გზაში დავლურს უვლიდა.
იფარფატა,იბრუნა,
იქროლა და აცეტდა,
დაჯახა სხვა ფიფქებს,
მათთან ერთად აცეკვდა.
გადათეთრდა გარემო,
დაფიფქნენ ნაძვები,
გუნდავეს ბავშვებმა,
შეწითლდათ ღაწვები.
გაკეთეს თოვლისგან
მომღიმარი ბაბუა,
ღობის წვერზე შესკუპდა
გულწითელა ღაბუა.
ახმაურდა გარემო,
ცუგაც ყეფით დარბოდა,
მაშხალების სვეტები
ცაში ცეცხლად არბოდა.
ხაროდათ პატარებს,
ვაჟას,კოტეს ,ბერიკას,
ლოცავდნენ ერთმანეთს -
,,მრავალ ახალ წელიწადს!“

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თედოს პირველი თოვლიგაოცებით უცქერს თედო, როგორ ცვივა ციდან ფიფქი. მამა თოვლის კაცს აკეთებს, აგერ ბიჭი ციგით მიჰქრის. დღეს პი...ბაჭიკო და სტაფილოს კექსისაახალწლო სამზადისის დატრიალდა სურნელი, სტაფილოს კექსს უნაწილებს კურდღლებს დედა მზრუნველი. აფუსფუსდნენ ბა...წიწილადაიკარგა წიწილა, დარბის წიავ-წიავით, მოყვითალო ბუმბულებს უფრიალებს ნიავი. აქეთ კრუხი ქოთქოთებს, ჰკიცხავს ...ზარმაცის ეჭვიჭიანჭველას შემოუდევს ზურგზე დიდი ტვირთი, მერამდენე გზას აკეთებს-უკვე ვეღარ ვითვლი. მეც შემეძლოს ნეტა ასე ...ციცქნა გოჭიდედა ღორს დააკლდა გოჭუნა თვლაში, მოქექა ეზო და არ მოხვდა თვალში, მივარდა სხვა გოჭებს,დაუწყო დათვლა, გოჭებ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026