kids.ge logo

წვიმა

ფავორიტებში დამატება

წვიმა მოდის წკაპუნა,
ყვავილთ კაბას უსველებს,
აქეთ-იქით აყენებს
პაწაწინა გუბეებს.
ცა ცრემლებად იღვრება,
მზეს გვიმალავს ღრუბელი,
სიხარულად გვეღვრება
ნამწვიმარის სურნელი.
წვიმა მღერის ხალისობს,
არე-მარე ირთვება,
ლამაზ ცისარტყელებით
გაზაფხული იწყება.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მე მსურსმე მსურს ვიქცე მტრედად, გავაპო სივრცე და ვეწვიო ჩემს სოფელს, ვეწვიო ფიქრებად. მიწის სუნთქვად ვიქცე, ვიქცე...შემოდგომა მობრძანდამზეს ნათება მოაკლდა და ქარმა ქროლვას უმატა, სუსხმა თვალი დააჭყიტა, დროს კარებზე მოადგა. სითბოს ცრემლი მოე...დალოცვაჩემო ლამაზო ქვეყანავ, ოქროს სხივებით ნახატო, ჯადოსნურ ფერად-ფერებით, დედოფალივით ნაქარგო. აგევსოს უბე შვი...ნაძვის ხეწელო, წელო ახალო და ჩემი ნატვრის გამგონეო, სიყვარულში,სიხარულში, მამყოფე და დამადნეო. დედა კარგად მიმყოფე...ზამთარიმთის მწვერვალებს თოვლი ფარავს, მობუზულა მიდამო, სულ ცოტაც და ჩვენც გვეწვევა ფიფქი ლამაზ ციდანო. ფიფქთან ე...

ნახატი ლექსები

ლექსზე „წვიმა“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026