kids.ge logo

შემოდგომა

ფავორიტებში დამატება

ფერად-ფერად ფოთლებისგან
გავაკეთე ყვავილები,
მაგიდაზე დავდგი ფრთხილად,
ვეფერები,ზედ ვევლები.

შემოდგომა ჩემს ოთახში
ცისარტყელად შემოფრინდა,
სურნელება მისი მატკბობს,
აღტაცებულს სხვა რა მინდა?!

ვკითხულობ და შემოდგომა
ჭყიტება ჩემს წიგნებში,
ვხალისობ და ისიც ხარობს,
ტირის,როცა დავღონდები.

შემოდგომა ჩემი კარგი
მეგობარი გახდა უკვე,
ახლა მივხვდი,მას ჩემსავით
მკერდში დიდი გული უდევს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზამთარიზამთრის სუსხი დატრიალდა, შემოდგომა მიილია, ყინვამ გზები მოიარა, ეს ფიფქების ღიმილია. რა ლამაზად დატრიალდნ...მომავალი შენიაგმირად გაგზარდოს უფალმა, დღეს პაწაწინა ქართველო, „ხვალე“შენია იცოდე, რომ ასახელო სამშობლო. დამარცხდი?ნუ შ...ჩემი სოფელიშენ ჭრელ კალთებს დაგიკოცნი, გული შენზედ მემღერება, ცელქი სიო მეფერება, ცხრათვალა მზე მევედრება: დაგახატო ...გაზაფხულიია-ია ამოსულა, რა კარგია,რა კარგი, იის კონით მივულოცე, დედიკონას რვა მარტი. ენძელებით მოფენილა, ჩვენი ქვე...შემოდგომა მობრძანდამზეს ნათება მოაკლდა და ქარმა ქროლვას უმატა, სუსხმა თვალი დააჭყიტა, დროს კარებზე მოადგა. სითბოს ცრემლი მოე...

ნახატი ლექსები

ლექსზე „შემოდგომა“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026