kids.ge logo

წვიმა-ბალერინა

ფავორიტებში დამატება

მოდის წვიმა-ბალერინა,
მოდის წვიმა _ წკაპუნა,
მთა და ბარი გააგრილა,
ჯეჯილს ნამი აპკურა.

მოირბინა თითის წვერით
ზურმუხტგულა მინდვრები
და აცეკვა წვიმის დები _
წვიმის ბალერინები.

დახტის ბაღში, ყვავილებთან
წარმოდგენა გამართა,
ართობს ეზოს, სოლოს ცეკვავს
ცუგრუმელა თამართან.

ფოთოლს მძივად დაკიდა,
ბალახს ბროლის საყურედ,
პაკა-პუკი ატეხა
ვანს და სახურავს.

მოდის წვიმა _ ბალერინა,
მოდის წვიმა, წვიმ-წვიმა,
ოხშივარი ადის ცაში
ნაწვიმარი მიწიდან.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბებოს გოგობებოს გოგო ბზრიალებს, ფარჩის კაბა ფრიალებს. ბებოს სახლიც ტრიალებს, დადის ბანცალ-ბანცალით, კედლებს თავბრუ ...კაპიტანი თაგუნათაგუნია ცმაცუნა გემით სად არ დაცურავს, აბარია საწყობიც- დილას ხვდება განწყობით! მისი არის გემბანიც, სადაც...სუფრა დადგა თავდაყირაქორწილი აქვს ლოკოკინას თავის ზღაპრულ სასახლეში, საპატარძლოს მაყრიონი ზურგით დაჰყავს ხვნეშა-ხვნეშით. პატარ...პურის ცხობა ვისწავლეუსაქმურად როგორ ვიყო, ცომით არის სავსე ვარცლი, ვიკაპიწებ ციცქნა ხელებს, დედას ცხობას აღარ ვაცლი. ვათამაშე...იკას კიჭიწკარა–წკური გააქვს ჭიქებს, უკაკუნებს იკა კიჭებს: ერთი–ორი, ერთი–ორი, აღარ დარჩა სახლში ბროლი! აღარ დარჩა ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026