kids.ge logo

ჩინარი

ფავორიტებში დამატება
განმარტობულს ფრილოს კლდეზე სდგას ალვის ხისა ნორჩი ახალი,
მრავალ-შტოვანი, მაგრილობელი, ჰაროვანი, ტურფა, მაღალი.
სამო არის მის ჩრდილში ოცვნა და მისთა ფოთოლთ შრიალთა სმენა,
და წყალთ დუდუნზე უკუღმართისა ამა სოფლისა ჭირთა დათმენა!

მოქშუის მტკვარი, მოქრის ნივი და შრილითა არხევს ჩინარსა,
და გამოსცემენ სახიბასა, ტკბილის ოცნებით დამაძინარსა!
მრწამს, რომ არს ენა რამ სადუმლო უსაკოთაც და უსულთ შორის,
და უცხოველეს სხვათა ენათა არს მნიშვნელობა მათის საუბრის!

ვითა მიჯნური სატრფოს ამაყსა, მტკვარი მას ნორჩსა ფერხთა ევლების,
და აღმოარხევს უფსკრულებიდამ, და აღელვილი კლდესა ეხლების!
მაგრამ ჩინარი, მაღლად მჩინარი, დგას მედიდურად და სიამაყით,
და მხოლოდ თავსა გარდმო-გარდიღებს სევდინისა შერხევის სახით.

რამდენჯერ ქარი შეარხევს საროს, იმდენჯერ მტკვარი უმეტეს ოხრავს,
თითქოს სიშურით შეშფოთებული, და კლდის პირებზე ზვირთთა შემუსრავს.
ესრედ იდუმალ, მაგრამ ძლირად, დატანჯების მარად მიჯნური,
თუ მას ნამდვილად ეგზნების გულსა ტრფილებისა ცეცხლი ცირი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დამქროლა ქარმან სასტიკმან, თან წარმიტანა ყვავილიდამქროლა ქარმან სასტიკმან, თან წარმიტანა ყვავილი, მაცხოვლებელი სიცოცხლის, სუნნელებითა აღვსილი. იგი ნიადაგ...თავადის ჭ...ძის ასულს, ეკ...ნასხმით მშვენიერით, ტკბილის სიმღერით ჰაეროვანო, სულს ელხინები; თვალთ არონინებ, გულს დააწყლულებ და ღიმილითა ე...ხმა იდუმალივისი ხმა არის ეს საკვირველი? რად აქვს გულს ესე ჩუმი ნაღველი? რა ვსცან პირველად წუთისოფელი, დავშთე ადგილი,...ქეთევანზვირთები მოდუდუნებენ, ჭალები ბუჩქნარეობენ, ხშირნი ლამაზთა კიდეთა მჩქეფრად მდინარის ქსნისათა. მიმქრქალებულ...სატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნისატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნი მშვენიერნი ცრემლით კრთოდენ, და ბაგენი მდუმარენი ხვაშიადსა მიმალვიდენ! მაგრა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026