kids.ge logo

წვიმა-ბალერინა

ფავორიტებში დამატება

მოდის წვიმა-ბალერინა,
მოდის წვიმა _ წკაპუნა,
მთა და ბარი გააგრილა,
ჯეჯილს ნამი აპკურა.

მოირბინა თითის წვერით
ზურმუხტგულა მინდვრები
და აცეკვა წვიმის დები _
წვიმის ბალერინები.

დახტის ბაღში, ყვავილებთან
წარმოდგენა გამართა,
ართობს ეზოს, სოლოს ცეკვავს
ცუგრუმელა თამართან.

ფოთოლს მძივად დაკიდა,
ბალახს ბროლის საყურედ,
პაკა-პუკი ატეხა
ვანს და სახურავს.

მოდის წვიმა _ ბალერინა,
მოდის წვიმა, წვიმ-წვიმა,
ოხშივარი ადის ცაში
ნაწვიმარი მიწიდან.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

იკას კიჭიწკარა–წკური გააქვს ჭიქებს, უკაკუნებს იკა კიჭებს: ერთი–ორი, ერთი–ორი, აღარ დარჩა სახლში ბროლი! აღარ დარჩა ...განა სანადიროდსანადიროდ მივდივარ, რიმდიდარო, რამდიდო, მაგრამ განა იმისთვის, ჩიტებს ცრემლი ვადინო ვაჩხაკუნებ აპარატს, ვი...სპლიყვს ამოჭრა ეშვებმამოუსვენრობს სპლიყვი, ცმუკავს, როგორც ციყვი. ფცქვნის ნედლ ხეებს მერქან-მერქან _სპლიყვს ნუნები ექავება. დარ...წუწაობააქეთ - ბოთლი, იქით - სათლი, დადის ლიზი წუწვა-წუწვით, ბრაზობს ბებო:– წუწაობა გამიგია, მაგრამ, თუ წვიმს?!....მამლის გრიპიწარამარა ისმის ცხინკი, შეეყარა მამალს გრიპი, უშიშარს და ფიცხელს აუწია სიცხემ. გაუწითლდა ღაწვები, გაულურჯდ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026