kids.ge logo

დევების ქორწილი

ფავორიტებში დამატება
ღამით ცა ჰქუხდა, გრგვინავდა,
მთებს მოედრიკათ თავიო.
ტყეს გასდიდა ფოთოლი,
ზღვა ბობოქარობს შავიო.
დევებსა აქვის ქორწილი,
დიდი დარბაზი ზრილებს.
მეც დამპატიჟეს, შევედი, -
რა მქისე სუნი ტრილებს?!
სამ პირად ცეცხლი დაენთოთ,
ზედ სამი ქვაბი შხიდა,
სტუმრების წინა ხონჩებზედ
კაცის თავ-ფეხი დიდა.
უკვენას ყურეშითა
კვნესის ხმა გამოდიდა:
“ძმის ხორცი როგორა ვსჭამო?!” -
ყმა ვინმე გამოჰკიდა.
უსმელ-უჭმელად გავსძეხი,
ყელშიაც ამომდიდა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ხიდო, მოგენდე, ჩამიტყდიხიდო, მოგენდე, ჩამიტყდი, წყალს მიმეც ადევებულსა. შორს დამრჩა სატრფო გულისა, იმისთვის დაფეთებულსა. ის ჰგოდ...ჩივილი ხმლისა-დაჰჟანგებულხარ, გორდაო, დაგობებია ქარქაში, სადა გყავს შენი პატრონი, დაგაწყებინოს კაშკაში? -სადღა მყავს, ...ჩიტი-ჩიორაამწვანდა მთები, ამწვანდა ჭალა, გამოიჩინა ბუნებამ ძალა. ჩიტი-ჩიორა გალობს და გალობს: არც დაეძინა, არც დაიღ...საახალწლოდთქვენი სიცოცხლე მაცოცხლებს, ახლებო, გენაცვლენითა; სიცოცხლე მიათკეცდება თქვენის სიკეთის სმენითა. აკეთეთ რა...რამ გაგაჩინა, ქალაორამ გაგაჩინა, ქალაო, ლერწმად აჭრილო წელშია? ნეტავი, ხელით შემახო, შენ რომ ვარდი გქონ მკერდშია! რომ დავიხო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026