kids.ge logo

ვაშლის ხე

ფავორიტებში დამატება

ჩვენს ვაშლის ხეს თოვლის ფიფქმა
თეთრი კაბა მოქარგა,
გულში ფიქრობ:ასეთ კაბას
ცის ფერია მოტანდა.

სილამაზით კოპწიობს,
თითქოს სძინავს,სიზმრებს იხვევს,
ფერად-ფერად სამყაროში
ნავარდობით ღამეს ითევს.

აბა,როგორ გატაროს,
გრძელი,გრძელი ზამთრის ღამე?
თუ სიზმრებში არ გაერთო,
არ ესტუმრა ვარსკვლავს ცაზე.

როცა მოვა გაზაფხული,
თეთრ ყვავილებს გამოისხამს,
სიყვარულს და აღტაცებას
ჩვენს საცქერლად გამოტანს.

ყურებ და ყვავილების
სილამაზით იხიბლები,
მზის სხივებში გახველი,
ხე რას ფიქრობს მასაც ხვდები.

მერე მოდის სასწალი,
ყვავილები რომ გაქრება,
მათ ადგილზე ბავსვებისთვის
გემრილი ვაშლი ჩნდება.

ჩვენს ვაშლის ხეს მზე დაჰნათის,
სიო ნაზად ეფერება,
ბავშვებისთვის სიყვარული,
სიტკბობა ემეტება.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მოდის ზამთარიმოწყენილა არე-მარე, ტირის დედაბუნება, აღარ ისმის შეძახილი, მხიარული სიმღერა. ყველა სახლში შეყუჟულა გარეთ ...ზამთარიმთის მწვერვალებს თოვლი ფარავს, მობუზულა მიდამო, სულ ცოტაც და ჩვენც გვეწვევა ფიფქი ლამაზ ციდანო. ფიფქთან ე...მომავალი შენიაგმირად გაგზარდოს უფალმა, დღეს პაწაწინა ქართველო, „ხვალე“შენია იცოდე, რომ ასახელო სამშობლო. დამარცხდი?ნუ შ...მე მსურსმე მსურს ვიქცე მტრედად, გავაპო სივრცე და ვეწვიო ჩემს სოფელს, ვეწვიო ფიქრებად. მიწის სუნთქვად ვიქცე, ვიქცე...წვიმაწვიმა მოდის წკაპუნა, ყვავილთ კაბას უსველებს, აქეთ-იქით აყენებს პაწაწინა გუბეებს. ცა ცრემლებად იღვრება, მზ...

ნახატი ლექსები

ლექსზე „ვაშლის ხე“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026