kids.ge logo

ჩემი სოფელი

ფავორიტებში დამატება

შენ ჭრელ კალთებს დაგიკოცნი,
გული შენზედ მემღერება,
ცელქი სიო მეფერება,
ცხრათვალა მზე მევედრება:
დაგახატო გულზე თეთრი,
ნაზესი ყვავილები,
უკვდავების წყაროს წყალით,
მოგიქარგო ნაპირები.
სიხარულით ავწითლდები,
ნორჩი კვირტის გამოჩენით,
ლურჯი ცისკენ ავფრინდები
ატმის ყვავილთ აფეთქებით.
გული ცეცხლით ამენთება,
შენზე ფიქრში მაღამდება,
ვარსკვლავებით მოჭედილი,
ცა სიმით განათდება.
ჩემი ბებო ჭადებს აცხობს,
ძროხა ბღავის,ღამე კვდება,
ცივი ზამთრის პირმცინარე
მზე სარკმელთან მომადგება.
ჩემი სოფლის შარა-გზები
თეთრი თოვლით ავერცხლდება,
ძველი ამბის მონატრება
გულს სიმით მოადგება.
კაკლის ხე და მისი ჩრდილი
არ მასვენებს,არ მნებდება,
ჩემი სოფლის სიყვარული
არ ნელდება,არ ნელდება.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საქართველომზიანი და სტუმრიანი, ლურჯთვალება,მწვანე კაბით, მთებით,ზღვებით,ნაკადულით, მოხატული ჭრელი ფარჩით. ამაყი და ...ნაძვის ხეწელო, წელო ახალო და ჩემი ნატვრის გამგონეო, სიყვარულში,სიხარულში, მამყოფე და დამადნეო. დედა კარგად მიმყოფე...ვაშლის ხეჩვენს ვაშლის ხეს თოვლის ფიფქმა თეთრი კაბა მოუქარგა, გულში ფიქრობ:ასეთ კაბას ცის ფერია მოუტანდა. სილამაზით...მასწავლებელსროცა ჭაღარა მოგეპარება, დაგეღარება სპეტაკი სახე, მაშინ მოგიძღვნი ლურჯთვალა იებს, ლურჯი ფერი ხომ თქვენს სუ...დალოცვაჩემო ლამაზო ქვეყანავ, ოქროს სხივებით ნახატო, ჯადოსნურ ფერად-ფერებით, დედოფალივით ნაქარგო. აგევსოს უბე შვი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026