kids.ge logo

კამათი

(ვინ არის მართალი?)

ფავორიტებში დამატება

(შემოდის სანდრო ბურთით ხელში)

-ეხ,რა კარგად ვითამაშე,
ვბურთაობ და დავხტუნავ,
არც ლექსების სწავლა უნდა,
არც ათამდე თვლა უნდა.

გადახტი და გაქეცი,
აქეთ-იქით,ჩქარ-ჩქარა,
სიმარდეში ვერ მაჯობებს,
ვერც კურდღელი ნაცარა.

(შემოდის მეზობლის გოგო ნანა)

-რატომ ბაღში არ იყავი,
ცი დღეს რა ვისწავლე?
კარგი ლექსი რომ გვასწავლის
სიკეთეს და სიმართლეს.

(იცინის სანდრო)
-აუჰ,დედა რა მომხდარა?!
ლექსი დაუსწავლია,
დიდი რამეც დამიხედეთ
მეტიჩარას,პრანჭიას.

-კიდევ იცი,დღეს რა ვნახე?
თუთიყუში ლამაზი.
სულ გალობდა,ჭახჭახებდა,
ჩვენც დაგვიწყო თამაში.

თამდე თვლა ხომ ვისწავლე,
სულ დაგითვლი შენს თითებს,
აბა,ხელები მაჩვენე,
დათვლა სულ არ მაშინებს.
(ხელებს გამოსტაცებს)

-ამ პრანჭიას დამიხედეთ,
თმა კიკინას,ტირიას.
თუ ეგრე გაჯიბრე,
ჩვენ მეზობელ მირიანს.

მირიანმა კითხვაც იცის,
წერს კიდევაც ლამაზად,
ზღაპრებს თვითონვე გვიკითხავს
გამოთქმით და თამამად.

-მირიანი?ის ხომ ჩვენზე
გაცილებით დიდია,
მთელი ხუთი წლით უფროსი,
თერთმეტი წლის ბიჭია.

-თერტმეტი წლის,თერთმეტი წლის,
თქვი რას ნიშნავს თერთმეტი?
რაფერიც შენ არ იცი,
ბაქია ხარ,ჩერჩეტი.

-ბაქია ვარ?აბა,ერთი
დავითვალო მისმინე,
თვლა დღეს ბაღში დავისწავლე,
კარგი ყურით მისმინე.(თვლის ათამდე)

სულ მალე კი მეც სკოლაში,
დედანას გადავშლი ,
და არავის არ დავუთმობ
პირველობას სწავლაში.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შემოდგომა მობრძანდამზეს ნათება მოაკლდა და ქარმა ქროლვას უმატა, სუსხმა თვალი დააჭყიტა, დროს კარებზე მოადგა. სითბოს ცრემლი მოე...წვიმაწვიმა მოდის წკაპუნა, ყვავილთ კაბას უსველებს, აქეთ-იქით აყენებს პაწაწინა გუბეებს. ცა ცრემლებად იღვრება, მზ...თორნიკელას ანბანია,ბ,გ,დ...ითვლის ანბანს თორნიკელა მოღუშული, როდის უნდა ჩაამთავრონ, ასოების გრძელი მწკრივი?! აღარ უნდა დაა...ჩემო საქართველომე საქართველოს ღვიძლი შვილი ვარ, ქართული მიწის მადლით გაზრდილი, მისი მკვიდრი ვარ,მისი სისხლი ვარ, მისი დრ...დალოცვაჩემო ლამაზო ქვეყანავ, ოქროს სხივებით ნახატო, ჯადოსნურ ფერად-ფერებით, დედოფალივით ნაქარგო. აგევსოს უბე შვი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026