kids.ge logo

ჩემო საქართველო

ფავორიტებში დამატება

მე საქართველოს ღვიძლი შვილი ვარ,
ქართული მიწის მადლით გაზრდილი,
მისი მკვიდრი ვარ,მისი სისხლი ვარ,
მისი დროშა ვარ,მისი მანდილი.

ჩემო სამშობლოვ რამდენჯერ მოგკლეს,
კვლავ გაცოცხლებდნენ ღირსი შვილები,
ჩვენი შავლეგო,ჩვენი გიორგი...
თასები გყავს ნაღდი გმირები.

სიკვდილი ბევრჯერ მოგსვლია კარზე,
დამცირებულხარ სხვათა წინაშე,
ვერ დაგაჩოქეს ამაყო მიწავ,
სალოცავ ხატად ერთხმად გიწამეთ.

მე საქართველოს ღვიძლი შვილი ვარ,
მის სიყვარულში ფიქრებაშლილი,
გმირთა ნაკვალევს გზაყოლილი,
მათი უკვდავი სულით გაზრდილი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზამთარიზამთრის სუსხი დატრიალდა, შემოდგომა მიილია, ყინვამ გზები მოიარა, ეს ფიფქების ღიმილია. რა ლამაზად დატრიალდნ...ჩემი მეგობარი გაზაფხულიგაზაფხული სიყვარულით, ყვავილებით ირთვება, იკაზმება მზის ნათელით, იღვენთება სიმღერად. იპრანჭება შესახვედრა...მე მსურსმე მსურს ვიქცე მტრედად, გავაპო სივრცე და ვეწვიო ჩემს სოფელს, ვეწვიო ფიქრებად. მიწის სუნთქვად ვიქცე, ვიქცე...საქართველომზიანი და სტუმრიანი, ლურჯთვალება,მწვანე კაბით, მთებით,ზღვებით,ნაკადულით, მოხატული ჭრელი ფარჩით. ამაყი და ...წვიმაწვიმა მოდის წკაპუნა, ყვავილთ კაბას უსველებს, აქეთ-იქით აყენებს პაწაწინა გუბეებს. ცა ცრემლებად იღვრება, მზ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026