kids.ge logo

შობის ღამე

ფავორიტებში დამატება

ანგელოზებს ვმასპინძლობთ,
ღამე დღება მადლისო.
ბავშვი მღერის ალილოს,
ყველას გული გაგვითბო.
დღეს განგებამ ინება,
ბნელს ამარცხებს ნათელი.
ციმციმდა იმედად
ჩვენს სარკმელში სანთელი.
სახლში ღვეზელი ცხვება,
ცივი ყინულიც ლღვება,
გილოცავთ! შობა დგება!
ქრისტე კვლავ იბადება

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დედის დღეამარტი დადგა, გაზაფხული ბევრ სიხარულს გვპირდება, ზამთრის სუსხით გათანგულთ კი სასწაული გვჭირდება. საქმიანი ...მომავალი სპორტსმენიენერგიულ პატარებს სპორტი გვიყვარს ძალიან, მშობელი თუ გვაძალებს, მაშინ უფრო გვცალია. აქეთ კალათბურთიო, იქი...შემოდგომაზაფხული უკვე გავიდა, შემოდგომაა, აცივდა. გადაფერადდა ხეები, წაბლით გაივსო ტყეები. ხილით ივსება კალათა, ბა...მასწავლებელიდრო მალე გადის, ჩვენც მას მივყვებით, და წლებთან ერთად უფრო ვიზრდებით, იგივე ვრჩებით, ანდა ვიცვლებით, დამკ...წელიწადის ოთხი დროწელიწადის ოთხი დრო როგორც ოთხი დობილი, კამათობდნენ დროდადრო, ვინ უფროა ცნობილი. გაზაფხულმა დაიწყო თავის ქ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026