kids.ge logo

მომავალი სპორტსმენი

ფავორიტებში დამატება

ნერგიულ პატარებს
სპორტი გვიყვარს ძალიან,
მშობელი თუ გვაძალებს,
მაშინ უფრო გვცალია.
ქეთ კალათბურთიო,
ქით- ცურვა, წყალბურთი,
ნიჭი დამალულიო,
პოვეო, რას უცდი.
ფარიკაბაც გვიყვარს,
ძიდოში ,,მგლები“ ვართ,
ყველა ოქრო ჩვენ გვინდა,
სულ ჩემპინები ვართ.
ძალოსნობაც აქ არის,
მასშიც არ გვყავს ბადალი,
უკვე გახდა ნათელი,
ჰალკი არის ქართველი.
ბრძოლა ძველმოდურია?
ჩვენ ხომ გვყავს თოფურია.
თანაც საქმე ამაშია,
რაგბიც ჩვენი თამაშია.
რაც ყველაზე მთავარია,
და ყველაზე მაგარია,
საფეხბურთო ნაკრებმა
გამარჯვება გვაგემა.
ამ მამარდა მთაკაცმა
არ გაუშვა გოლები,
არ შეშლიათ თავდაცვაც,
არ დაგვწყვიტეს გულები.
გამარჯვება ჩვენია,
ვიხდინეთ ოცნება,
,,ევროპაზე" გველიან,
სიზმარი გაცოცხლდება.
კვარა , ბუდუ, ზურიკო,
დაგვაყარეთ გოლები,
ადრე ნატვრა თუ იყო,
უკვე მეტსაც მოველით.
ქართველების ერთობა,
კარგი დასანახია,
რი განა ერთობა,
სიმაყით ანთია.
მეც სპორტსმენი ვიზრდები,
დაზარლად ვვარჯიშობ,
ფეხბურთელი ვიქნები,
ბურთზე უკვე ვნადირობ.
ვიცი, ბევრჯერ მახსენებთ,
როცა თასებს ავიღებ,
ერთად შევკრებ ქართველებს,
სიხარულით ვატირებ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თანამედროვე და-ძმაჩვენს პატარა ოჯახში, ორი ბავშვი ცხოვრობსო. სხედან მათთან ოთახში, დაამსგავსეს სოროსო. უმცროსია დაიკო, და ც...ანიტა პროფესიას ირჩევსერთხელ გოგო ანიტა, ვნახე ჩაფიქრებული - მისჯდომოდა მაგიდას უცხოდ გარინდებული. ელდა მეცა, შევშინდი, ავად ხო...მოვა ახალი წელიდეკემბერი ილევა, გარეთ ცივა, ზოგჯერ თოვს. დასვენებაც იწყება, თოვლში თამაშს რამე სჯობს? რას ელიან ბავშვები...ანიტა და წიგნები„წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები“. სარეკლამო ბანერად კაშკაშებდა წარწერა. შეამჩნია ანიტამ, უმალ თავი ჩაქ...დედის დღეამარტი დადგა, გაზაფხული ბევრ სიხარულს გვპირდება, ზამთრის სუსხით გათანგულთ კი სასწაული გვჭირდება. საქმიანი ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026